9 ოქტომბრიდან პლანეტის უძლიერეს მეჩოგნედ შერაცხული დიაცი, რუმინელი სიმონა ჰალეპი მომენტს იჭერს, პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე მორიგი გამარჯვების შემდეგ სელფს აწვალებს და კადრში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ქომაგის ჩაკვეხებას ცდილობს.
Author: გიორგი დარჯანია (giorgi darjania)
Home
გიორგი დარჯანია
ჩანაწერი
21/09/2017 | 12:5219/05/2026 | 05:45კატეგორიის გარეშე
„ცოფიანი ხარი“ გარდაიცვალა
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი საშუალო წონაში, ჯეიკ ლამოტა, რომელსაც ცოფიანი ხარის სახელითაც იცნობდნენ, 96 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. ლამოტა პროფესიონალი მოკრივე გვიან, მხოლოდ 41 წლის ასაკში გახდა და თავისი ეპოქის ყველა განთქმული მოკრივე დაამარცხა. მათ შორის გამოარჩევენ ჩხუბს ლეგენდარულ შუგა რეი რობინსონთან. ცოფიანი ხარი ლამოტა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 1949-51 წლებში ინარჩუნებდა. კრივიდან წასვლის შემდეგ ლამოტა ფილმებში...

