უცნაური მიქსი – გიორგი მამარდაშვილი

Home სიახლეები უცნაური მიქსი – გიორგი მამარდაშვილი
უცნაური მიქსი – გიორგი მამარდაშვილი

„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი თამაში წააგო, გულდასაწყვეტი მარცხი იწვნია ბრენტფორდში ― 2:3. მასპინძლები დანგო უტარას (5-ე წთ) და კევინ შადეს (45-ე წთ) გოლებით დაწინაურდნენ – 2:0. შესვენებამდე, 45+5 წუთზე მილოშ კერკეზმა სხვაობა შეამცირა. 60-ე წუთზე იგორ ტიაგომ პენალტით მასპინძელთა მესამე გოლი მესამე შეაგდო, 89-ე წუთზე კი მო სალაჰმა მრისხანე მერსისაიდელებს ოდნავ მოწმინდა პირი.

ქართველ გულშემატკივარს უპირველეს ყოვლისა გიორგი მამარდაშვილის თამაში აინტერესებს. Liverpoolecho-მ ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარეს 6 ქულა დაუწერა და მისი გამოსვლა სიტყვიერად ასე შეაფასა: „ბრენტფორდელთა გოლების დროს ბევრს ვერაფერს გახდებოდა. რამდენიმე შორეული დარტყმა კარგად მოიგერია. მისი ფეხით თამაში მთელი შეხვედრის განმავლობაში გამოცდას გადიოდა’’.

„ლივერპულის’’ საიტმა კი ქართველი მეკარისთვის 5 ქულაზე მეტი ვერ გაიმეტა. „ფეხით თამაშის დროს საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო. შადეს მეორე გოლის დროს საშუალება მისცა ბურთი კარში უბრალოდ შეეგორებინა, თუმცა იმავდროულად ორი დიდებული დარტყმა მოიგერია და მიკელ დამსგორს შესვენებამდე და მის მერე გოლები არ გაატანინა’’, – დაწერა საიტმა.

Thisisanfield – 6 ქულა: „უცნაური მიქსია, ერთი მხრივ „ლივერპულის’’ პირველი მეკარის რანგში ის ყოველწამიერად სულ უფრო და უფრო მეტად ხდება საკუთარ თავში დარწმუნებული, მეორე მხრივ კი დაცვის ცუდი თამაშის გამო სერიოზული ზეწოლის გაძლება უწევს. მას უკვე აქვს საკმაო ავტორიტეტი რათა თანაგუნდელებს განკარგულებები მისცეს. მე-40 წუთზე, როდესაც მიკელ დამსგორს რთულად მოსაგერიებელი შორეული დარტყმა აუღო, დათვივით იღრიალა. იგივე გააკეთა მეორე ტაიმში, როდესაც დანიელს ასევე ეფექტურად კიდევ ერთხელაც გაატანინა. გოლების დროს ბევრს ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ ადრე გამოვიდა. თავის უზარმაზარ გაბარიტებს ეფექტურად იყენებს. უნდა ვუთანაგრძნოთ, რადგან ძირითად შემადგენლობაში ისეთ დროს აღმოჩნდა, როდესაც „ლივერპულში’’ ყველაფერი ასე ქაოტურია. პრესინგის ქვეშ ბურთის ფეხით პირველ გამოტანაზე უნდა იმუშაოს’’.

Fotmob – 5.9 ქულა: „ფეხით თამაშის დროს საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო, მაგრამ მიკელ დამსგორს ორი დარტყმა ბრწყინვალედ აუღო’’.

Flashscore – 6.8; sofascore – 6.0; whoscored – 6.6.