გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ციებ-ცხელება „მეციდან“ „ლიონში“ გადასვლით დამთავრდა.

ქართველ შემტევის გადაბირებასთან დაკავშირებით, თავიდა, მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „მონაკო“ იყო დაწინაურებული, თითქოს კონტრაქტიც დღედღეზე უნდა გაფორმებულიყო, თუმც მერე საქმეში „ლიონი“ ჩაერთო და ყველაფერი დათავდაყირა დააყენა.

გიორგი „ლიონის აღზრდილია, მაგრამ ბავშვობაში მას შანსი არ მისცეს. საბოლოოდ, მიქაუტაძემ მაინც მშობლიურ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა. დღეს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტსაც ხელი მოაწერა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ლიონთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „მეცი“ სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს. წარმატებები.

Football. FC Metz : Georges Mikautadze finalement vers Lyon ?