უკეთ წაგებული…

Home სიახლეები უკეთ წაგებული…
უკეთ წაგებული…

Georgia produces comeback in penalty shootout to reach Top 4 in Chengdu - Total Waterpoloხორვატიაში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ბევრად უკეთ ითამაშა, მაგრამ ტიტულოვან უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ვერას გახდა – 11:15.

ჩვენებმა პირველი მეოთხედი 2:5 წააგეს. დიდ შესვენებამდე სხვაობა კი ერთი ბურთითაც გაიზარდა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ამის შემდეგ მოუმატა, მესამე მეოთხედში 6:4 იმარჯვა და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ბურთიც ვერ გაიტანა, მეტოქეს კი ეს ორჯერ გამოუვიდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა… მომდევნო მატჩი ჩვენს გუნდს 8 იანვარს, საბერძნეთის ნაკრებთან ელის.