Chelsea Lead Race To Sign Sergio Aguero With The Striker Preferring A Stay  In The Premier League | The SportsRushმართალია, ამ სეზონში ტრავმებმა გატანჯა და მოედანზე იშვიათად გადიოდა, მაგრამ 32 წლის სერხიო აგუეროს ჩამოწერა მაინც ძალიან ადრეა.

როგორც კი „სიტიმ“ გამოაცხადა, რომ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს, ევროპის რამდენიმე ბობოლა კლუბი დაფაცურდა: „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“.

შეგახსენებთ, სერხიო რა კაცია. სერხიო ის კაცია, გოლებს რომ თლის და გუნდი ჩემპიონობამდე მიჰყავს. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს (257 გოლი) პრემიერლიგა სამ სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად (მანჩინი, პელეგრინი, გვარდიოლა) აქვს მოგებული.

მისი გადაბირების მსურველთა შორის ყველაზე მეტად „ინტერი“ აქტიურობს. კლუბში თვლიან, რომ აგუეროს მიერ ჩემპიონთა ლიგაში დაგროვილი გამოცდილება ძალიან წაადგებათ. აგუერო მილანელთა სატრანსფერო პრიორიტეტია, თუმცა, სათადარიგო ვარიანტებიც განიხილება: თუ აგუერო არ გამოვიდა, მაშინ ედინ ჯეკო „რომადან“ ან ოლივიე ჟირუ „ჩელსიდან“.