სუარესი ტურინისკენ მიიწევს

Home სიახლეები სუარესი ტურინისკენ მიიწევს
სუარესი ტურინისკენ მიიწევს

ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ტურინის „იუვენტუსის“ მაისურს მოირგებს. მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ და ახლა ელოდებიან 33 წლის ფორვარდისა და „ბარსელონას“ შორის დადებული ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტას.
ეს მარტივად მოსაგვარებელი ამბავია – „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი სუარესს გუნდის მომავალში არ მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2002-21 წლის სეზონის ბოლომდე აქვს, მას კარისკენ მიუთითეს.
სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წელს „ლივერპულიდან“ 82 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მისი სადღეისო ფასი კი 28 მილიონი არის.
2019-20 წლის სეზონში სუარესმა 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 21 გოლი და 12-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.