ფრანგული „ბიარიცის“ახალგაზრდა ქართველი ბურჯი გიორგი ნუცუბიძე rugbyrama-ს პრო D 2-ის რჩეულებში მოხვდა.
პოპულარული სარაგბო გამოცემა მკითხველებს მეორე ელიტარული დივიზიონის სიმბოლური ნაკრების შერჩევას სთავაზობს და მარცხენა ბურჯების პოზიციაზე 8 კანდიდატს სთავაზობს, რომელთა შორის 21 წლის ნუცუბიძეც არის.
„ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ამ სეზონში ბასკურ კლუბში საკმარისი რაოდენობის თამაშები ჩაატარა – 19 და, 7-ჯერ იყო სასტარტოში. ბურჯის კვალობაზე გიორგი საკმაოდ მსუბუქი (105 კგ.) და მობილურია. მას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რადგან აქვს პოტენციალი, წლებთან ერთად დაიხვეწოს და დიდი მოთამაშე გახდეს,“ – წერია გიორგი ნუცუბიძის დახასიათებში, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 მატჩი ჩაატარა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე14/04/2026 | 13:24შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
დავთარი06/04/2026 | 19:041 ევროპული და 5 ფრანგული
დავთარი02/04/2026 | 20:08შორეული იმედები
დავთარი30/03/2026 | 17:15შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
