ნიდერლანდებს მსოფლიო ფეხბურთისთვის ბევრი ვარსკვლავი უჩუქებია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ბევრისთვის იოჰან კრუიფის შემდეგ საუკეთესო მარკო ვან ბასტენი გახლავთ.
ამ დიდმა ფორვარდმა კი საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რაც, ვეჭვობთ, კრიშტიანუ რონალდუსა და მის ქომაგებს დიდად არ ეამებათ:
„კრიშტიანუ რონალდუ უდავოდ მაღალი დონის ფორვარდია, მაგრამ ვინც ფიქრობს და ამასთან ერთად ამტკიცებს, რომ ის მესიზე უკეთესია უბრალოდ ფეხბურთის არაფერი გაეგება ან თავს იტყუებს. მესი გენიალურთან ერთად უბრალოდ განუმეორებელი ფეხბურთელია, მისი კლონირება შეუძლებელია. მსგავსი ფეხბურთელები სამყაროს საუკუნეში ერთხელ ევლინებიან,“ – ამბობს მარკო ვან ბასტენი.
ფეხბურთის ისტორიაში ერთერთმა საუკეთესო ფორვარდმა კარიერა ნაადრევად, ხშირი ტრავმიანობის გამო, 28 წლისამ დაასრულა, თუმცა მანამდე ოქროს ბურთის მოგება 3-ჯერ შეძლო. სხვათა შორის, ლიონელ მესის ეს ჯილდო 6-ჯერ აქვს აღმართული.
ავტორის პროფილი
- ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/03/2020 | 12:39თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
კატეგორიის გარეშე01/03/2020 | 13:14აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
აქეთურ-იქითური29/02/2020 | 18:15თუ დასცალდა ლივერპულს…
კატეგორიის გარეშე29/02/2020 | 17:39დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა