15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან და 19 ნოემბერს შინ ყაზახეთთან. ეს ორი მატჩიც და საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. ჩვენი ნაკრები 12 ნოემბერს შეიკრიბება ანდორაში და იქ მოემზადება.
ვლადიმირ ვაისმა 23 კაცი გამოიძახა და მცირე ცვლილებებსაც ვხედავთ. ტრავმა აქვს სამ ფეხბურთელს – ლევან მჭედლიძეს, გიორგი პაპუნაშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს. ისინი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. უფრო ძველი ამბავია გიორგი ქვილითაიას ტრავმა.
სიაში არც ჯანო ანანიძეა. ჯანო მოსკოვის „სპარტაკში“ კი ვარჯიშობს, მაგრამ კარგა ხანია, სათამაშო პრაქტიკა არ აქვს: ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, ჯერ ვერ ჩადგა სათანადო ფორმაში.
ორი შედარებით ახალი სახეა: ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი და ფორვარდი ბაჩანა არაბული. ნაკრებში ორივეს აქვს ნათამაშევი, მაგრამ წინა მატჩებში არ იყვნენ, ანუ ერთა ლიგისთვის დებიუტანტები არიან. ვნახოთ, შესაძლოა, ითამაშონ კიდეც.
მეკარეები გიორგი ლორია (უკლუბოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)
თავდამსხმელები ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშის აკადემია, უნგრეთი)
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
