თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა სერბმა სპეციალისტმა დეიან სტანოევიჩმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმუშავა. სტანოევიჩის ნაცვლად ახალი სეზონიდან „დინამოს“ ბერძენი სპეცილისტი საკის კეჩაგიასი უხელმძღვანელებს. კეჩაგიასი გამოცდილი სპეციალისტია, ის საბერძნეთის ახალგაზრდული და ეროვნულ ნაკრებების წვრთნიდა, ასევე მუშაობდა რუმინეთის ეროვნულ გუნდსა და გერმანულ „შპანდაუში“....
Day: October 6, 2024
აზაროვი ახალგაზრდულში…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 10 ოქტომბერს გუნდი სტუმრად შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 15-ში კი საკუთრ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ამ მატჩებში დონეცკის „შახტარის“ ქართველი ლეგიონერი ირაკლი აზაროვი დაეხმარება. შვედეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლუკა გაგნიძე გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს...
ნეაპოლში კვარას ნაცვლად სასტარტოში ნერეშის დაყენებაზე ალაპარაკდნენ
პორტალი ilnapolista აქვეყნებს საინტერესო წერილს, რომლის ავტორიც „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ თამაშის ფონზე რომელუ ლუკაკუსა და ხვიჩა კვარაცხელიას საკითხს განიხილავს. ის ჯერ ლუკაკუზე წერს, რომ გულშემატკივარს ხშირად სტერეოტიპული აზროვნება ახასიათებს. ასე მაგალითად, თუ ლაპარაკია ცენტრალურ თავდამსხმელზე, ხალხს მიაჩნია, რომ თამაშში ორ გოლზე ნაკლები უკვე კრიზისს ნიშნავს. ლუკაკუმ „კომოსთან’’ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ერთი პენალტი გაიტანა....
ზურიკოს დღე
„ის დიდებული იყო, ძლიერად ითამაშა. მეტიც შეეძლო, რადგან ბევრი მომენტი შექმნა. მინდა ჩვენი გუნდის ყველა შემტევის დამსახურება აღვნიშნო, თუმცა ზურიკოს რასაკვირველია გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. მისთვის ეს დღე შეიძლება გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს. ჩვენ მას ზაფხულში, ამხანაგურ შეხვედრებში მთელი რიგი თვისებები შევამჩნიეთ. მას აშკარად აქვს ჩინებული უნარები, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ დიდი გზაა’’, ― თქვა „სენტ ეტიენისა’’ და...



