გერმანიის საფეხბურთის კავშირის ახალ პრეზიდენტად 27 სექტემბერს ფრიც კელერი აირჩიეს, ის წლების მანძილზე ჯერ ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგის“ გენერალურ დირექტორი, 2010 წლიდან კი პრეზიდენტი გახლდათ. რიგგარეშე არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატებმაც მას გერმანული ფეხბურთის გაძღოლა ერთხმად ანდეს. კელერმა რაინჰარდ გრინდელი შეცვალა, რომელიც 2 აპრილს იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, მიზეზი კი უკრაინული ფეხბურთის ყოფილი მაღალჩინოსნის,…
ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს – ტაისონი ეზიზღება. რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და ხან რა ავ სიტყვას დაუწერს, ხან რას. აი, ახლაც დღევანდელი დიდი ჩხუბის მოლოდინში, ამეღამ რომ…
პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი 35 წლის ვიტოლდ ბანკა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამფუძნებელთა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტად დაამტკიცა. WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, მსოფლიოს ანტისადოპინგო კონფერენციაზე მიიღო. ბანკა საქმეს ოფიციალურად შეუდგება 2020 წლის 1 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ ვიტოლდ ბანკა WADA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე უალტერნატივო კანდიდატურა იყო. წლეულს იანვარში მას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ევროპის საბჭომ,…
ვინსენტ კომპანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ტრებლის ტრიუმფი” ამბობს, რომ 2018 წლის აპრილში, „სიტის” ავტობუსზე ლივერპულელი ფანების თავდასხმამ „ქალაქელები” და მერსისაიდელები დიდ მოქიშპეებად აქცია. შეგახსენებთ, რომ „ენფილდ როუდისკენ” მიმავალ ავტობუსს ბოთლები, ქვები და მაშხალები დაუშინეს. იურგენ კლოპმა თქვა, რომ მაშინდელი უაზრო აგრესია სამარცხვინო იყო და მის კლუბს ბრბოს ასეთ საქციელზე პასუხი მართლაც უნდა ეგო. მერსისაიდის პოლიციამ პეპ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes