ახლა ფიფას დრო დადგა. სამშაბათს ლიგის რაგბიმ აუკრძალა ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა, მანამდე კი ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ დაადგინა იგივე. იმედოვნებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფაც მკაფიო შეხედულებას შეიქმნის და სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ამ ეტაპზე ტენდენცია ასეთია: ყველამ თავისი სქესის სპორტსმენთა შეჯიბრებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. აქამდე, ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში შეეძლოთ გამოსვლა. ეს ძალიან მოსწონდათ ადამიანთა უფლებების...
ჭდე: სებასტიან კოე
რისკის შიში
მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი სებასტიან კოე არ გამორიცხავს, რომ რუს სპორტსმენებს, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით გამოსვლაზეც უარი ეთქვათ. სებასტიან კოეს განმარტებით, რუსი მძლეოსნები ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში არ მიუძღვით ბრალი და თუ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიმართ ნდობა აღდგება. მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია, რომელსაც World...
დედოფალმა სახელი შეიცვალა
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) კონგრესის გადაწყვეტილებით მმართველი ორგანოს სახელი და ლოგო შეიცვალა. „მსოფლიო მძლეოსნობა“ – ასეთი იქნება ახალი საფირმო სახელი, ხოლო აბრევიატურის WA (World Athletics), რომლის ოფიციალურად გამოყენებასაც 6 ოქტომბრიდან, დოჰაში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუდგებიან. IAAF-ის საბჭოს, რომელმაც რებრენდინგთან დაკავშირებით წინადადება ივნისში წამოაყენა, რამდენიმე მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ზოგიერთი ფრანგულენოვანი დელეგატი აცხადებდა, რომ ახალი...


