21 წლის ჩეხი ლინდა ნოსკოვა „უიმბლდონის“ გამარჯვებულია. მსოფლიო რეიტინგის მე-12 ჩოგანმა ფინალში 2:1 (6:2, 5:7, 6:3) თანამემამულე კაროლინა მუხოვა დაამარცხა. „უიმბლდონის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სატიტულო მატჩში ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. შეხვედრამდე ფავორიტად მუხოვა ითვლებოდა, რეიტინგშიც ის სამი საფეხურით მაღლა იდგა, მაგრამ ნოსკოვამ პირველ სეტში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და იოლად მოიგო. ერთი შეხედვით მარტივად იგებდა...
