დავით ნინიაშვილი ქართული და მსოფლიო რაბის ამომავალი ვარსკვლავი გახლავთ და მისი თამაშის ზეაქტიური სტილიდან გამომდინარე, 20 წლის უკანახაზელისგან ყოველ მატჩში ლელოებს თუ არა, ერთ ლელოს მაინც ელიან ხოლმე. ჰოდა, თუ პირველ ტურში მას ხელი მოეცარა, რადგან კარიერაში პირველად იდგა თავისთვის უჩვეულო, 14 ნომრის პოზიციაზე, მეორე ტურში ამ ამპლუაში თავს უკვე როგორც თევზი წყალში გრძნობდა. ლიონში...
ჭდე: ლევან ჩილაჩავა
გელა აფრასიძე საფრანგეთის ჩემპიონია!
2017 წლის შემდეგ, როცა ლეგენდარულმა დავით ზირაქაშვილმა თავის „კლერმონთან“ ერთად ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავასა და ზირაქაზე არანაკლებ ლეგენდარული მამუკა გორგოძის „ტულონი“ დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამ პატივს ქართველი მორაგბე არ ღირსებია. და აი, 2022 წლის 24 ივნისს, პარიზის „სტად დე ფრანსზე“ ევროპის უძლიერესი შიდა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში კვლავ ქართველის გუნდმა გაიმარჯვა! გელა...
ქართველთა საოცრებანი საფრანგეთსა და ინგლისში
ქართველ მორაგბე ლეგიონერებს არნახულად წარმატებული უქმეები გამოუვიდათ.. ჯერ იყო და, პარასკევს, საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში ლევან ჩილაჩავას „კასტრმა“ ჯერაც მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ 24:18 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო ქართველი ბურჯი ტრადიციულად მეორე ტაიმში ფრანგი ვილფრიდ უნპატენის ნაცვლად შევიდა და როგორც ყოველთვის, „კასტრმა“ თამაშის სწორედ დასკვნით მონაკვეთში მოახერხა საწადელის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ 30...
ქართველები ევროთასების ფლეი-ოფში
„ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში „კარკასონთან“ გასვლაზე მაგრად წააგო – 24:54, თუმცა ამით საფრანგეთის ყველაზე „ქართულ“ კლუბს არც არაფერი დაჰკლებია და მით უფრო, არც არაფერი მომატებია. საქმე ისაა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ამ გუნდს არც ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დარჩა და აღარც დაქვეითება ემუქრება. საინტერესო კი გასული მატჩი იმით იყო, რომ მასში „ორიაკის“...
სამი სუპერ-ლელო ქართულად!
მიმდინარეობდა თამაშის 44-ე წუთი და ტოპ 14-ის ერთ-ერთი აუტსაიდერი „პერპინიანი“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ლიონს“ 13:9 ამარცხებდა, როცა სტუმართა ღონიერმა 8 ნომერმა ჯორდან ტაუფუამ რამდენიმე მეტოქესთან ჯაჯგურს გაუძლო და ბურთი მარცხენა ფრთაზე ეულად დარჩენილ დავით ნინიაშვილს ამოუგდო, ვინც ლელოში ტყვიასავით შევარდა. საბოლოოდ „ლიონმა“ კატალონიაში 28:23 მოიგო და ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. ეს ერთი! „ლა როშელი“ საკუთარ...
ბორჯღალოსნების ახალი სეზონი ვაკეში იწყება
6 თებერვალს, 15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში, „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიას უმასპინძლებს, 12-ში კი, ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. ეს იქნება ბორჯღალოსანთა სასტარტო მატჩები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატისა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის მეორე ნაწილიცაა. ჰოდა, ლევან მაისაშვილმაც გადაწყვიტა, გუნდის გაფართოებული რაზმი სწორედ ამ ორ მატჩზე გათვლით შეედგინა. გუნდში 5 დებიუტანტია, მათ შორის...
ბონუსი
ქართველმა ვუნდერკინდმა დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავის მე-8 მატჩში ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო საფრანგეთის უძლიერეს სარაგბო ლიგაში. „პოსთან“ საშინაო მატჩის 44-ე წუთზე „ლიონმა“ მეტოქის 5-მეტრა ხაზთან თავისი შერკინება მოიგო, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და 19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა ბურთიანად ისეთი სიჩქარე განავითარა, მეურვეთა გამოკიდებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვაღა დარჩა. ეს იყო ლიონელთა მე-4 ლელო, რომელმაც...
ლობჟანიძე, ჯალაღონია, გორგაძე…
ქართველმა მორაგბეებმა 2022 წელი ძალიან ენერგიულად და წარმატებულად დაიწყეს. საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი ლიგა არ ისვენებს და აქ მორიგი ტურები ყოველ უქმეებზე სტაბილურად ტარდება. ჰოდა, თუკი გასული წელი ქართული ლეგიონისთვის მაჟორულად დაიხურა, როცა კასტრელმა ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო და თავის გუნდს მოაგებინა, ახალი წელი საფრანგეთში მოთამაშე ბორჯღალოსნებმა ორმაგად მაჟორულად გახსნეს. ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14-ში 48-ე მატჩი...
ჩილაჩავამ დახურა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონის ნახევარი გაილია. ტოპ 14-ში იქაური შობის შემდეგ ეგრევე გაიმართა პირველი წრის ბოლო, მე-13 ტური, მაგრამ თუკი მანამდე ყველა ტური სრულად ჩატარდა, კორონავირუსის პანდემიამ ამჯერად მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ევროპის უძლიერეს ეროვნულ ჩემპიონატში. ტურის 7 მატჩიდან მხოლოდ 3 ჩატარდა, ყველა დანარჩენი ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა სიმრავლის გამო გადაიდო, მაგრამ ამ 3...
ბრივის არშემდგარი გმირობა
შემოდგომის ტესტების მოთავების შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ტოპ 14-ის მორიგი უიქ-ენდი 14 ქართველი მორაგბის მონაწილეობით წარიმართა და მართალია, ქულა არც ერთ მათგანს დაუგროვებია, მაგრამ სტატისტის როლით თითქმის არავინ შემოფარგლულა. ლიდერი „ტულუზისა“ და „ბრივის“ მატჩი კი გამორჩეულად საინტერესო გამოდგა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პირველი ნახევრის...









