ბანერი, რომელზეც სილვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირი, როკი ბალბოაა გამოსახული, თურქეთში გამოძიების ობიექტად იქცა. ბანერი გულშემატკივრებმა სტამბოლური დერბის, გალათასარაის და ფენერბაჰჩეს მატჩის დროს გამოფინეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ ბანერში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი მტრის, ფეთჰულა გიულენზე მინიშნება დაინახა. ოფიციალური ანკარა, სწორედ გიულენს მიიჩნევს შარშანდელი გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად. როკი ბალბოას ბანერზე ეწერა: წამოდექით, ისინი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ფაქტი: ნიცა თბილისი არ არის
ოთხმოცდაათწლიანი ისტორიისთვის ხაზის გადასმა ადვილია — რაც მოძველდა, გადააგდე და სულ ეს არის. ანდა, თუ სტადიონია, დაანგრიე. “ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და 2013 წლიდან ახალ სარბიელზე, “ალიანს რივიერაზე” გამოდის, მანამდე კი, დაარსების დღიდან მისი სახლი “სტად დე რეი” იყო. ქალაქის ცენტრში, მოხერხებულ ადგილას აშენებულმა ამ მოძველებული არქიტექტურის, მხოლოდ და მხოლოდ 18 696 კაციანმა სტადიონმა...
ვახ, ეს პაპარაცები!
როგორ პოულობს ეს ხალხი იმხელა ლონდონში სადღაც, თავის საქმეებზე მოხეტიალე ადამიანს, გასაკვირია პირდაპირ. ინგლისელ პაპარაცებზე მოგახსენებთ. ეს ცნობა მათზე უფროა, ვიდრე “რეალის” კაპიტანზე, სერხიო რამოსზე. რამოსს განსაკუთრებული არაფერი უქნია: ფიფას გალა-წარმოდგენისა და საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში არ გავარდა, გულის სწორ პილარ რუბიოსთან ერთად ერთი დღით ინგლისის დედაქალაქში დარჩა და რესტორანში ისადილა —...
მამა–შვილ ნეიმართა სამახსოვრო ფოტო
ნეტავ, ნეიმარს (უფრო კი მამამისს, ნეიმარ–უფროსს) რამე მაკვარანცხული აქვს ჩაფიქრებული თუ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღება გულწრფელად უნდოდა? – ასე იხუმრა მას–მედიის ზოგმა წარმომადგენელმა, როდესაც დაინახა, რომ ლონდონში, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შემდეგ, ბრაზილიელმა პორტუგალიელს ძებნა დაუწყო და სანამ მასთან სამახსოვრო სურათი არ გადაიღო, მანამდე არ დატოვა “პალადიუმის” თეატრი. ნეიმარი სექტემბრიდან “პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, მანამდე კი...
ბალოტელი: ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ
თავქარიანმა იტალიელმა მეგოლე მარიო ბალოტელიმ ქომაგების კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა. კითხვაზე „რეალში“ ითამაშებდა თუ „ბარსელონაში“, ბალოტელის პასუხია: „რეალი“ უფრო მომწონს, მაგრამ „ბარსელონა“ თუ წამიყვანს, „რეალის“ გამო არ ვიტირებ.“ ტოტის და დელ პიეროს შედარებაზე: „ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა ტოტი უკეთესად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიერო ფანტასტიური იყო.“ 2013 წელს „სიტიდან“ „იუვეტუსში“ შესაძლო გადასვლაზე:...
ვის დასცინის გარი ჰარით ?
გოლით, გონით და იუმორით ცნობილი გარი ლინეკერი კვალავაც ხუმრობის ხასიათზეა. „კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ – თქვა ლინეკერმა „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1) მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა. ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ...
ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!
ბოლო წლებში ესპანელი არბიტრების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ევროპის ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონემ მსაჯობისას ძალიან გაასწრო. მაგალითად გასული უქმეები, ლა ლიგას მეცხრე ტურიც კმარა. შაბათს, “ბარსელონამ” “მალაგას” კარში პირველი გოლი (შეხვედრა დასრულდა 2:0) წესების აშკარა დარღვევით გაიტანა — ლუკას დინიემ ჟერარდ დეოულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა, რაც მსაჯებმა ვერ დაინახეს. კვირას, “რეალისა” და...
მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !
ბრაზილიელი ნეიმარის და ურუგვაელი კავანის კინკლაობა, ალბათ, გახსოვთ – პენალტის დასარტყმელად ბურთი რომ ვერ გაიყვეს. ეს ამბავი სექტემბერში „ლიონთან“ მატჩისას მოხდა… ცოტა ხნის წინ ესპანურ რადიო „მარკას“ სტუმრად ჰყავდა „მალაგას“ ( 1999-2003 ) ყოფილი მეგოლე დარიო სილვა, რომელსაც 2006 წელს მონტევიდეოში ავარიის შემდეგ მუხლს ქვემოთ ფეხი მოაჭრეს. რადიო – ინტერვიუში კი სილვას ნეიმარ-კავანის ამბავზე ჰკითხეს,...
მესის შვილმა კატალონიას უმღერა
ლეო მესის კატალონიურად მომღერალმა შვილმა საბაბი მისცა ჟერარ პიკეს, რომ ავტონომიის დამოუკიდებლობაზე კიდევ ერთხელ ეთქვა რამე. ბავშვი პოპულარულ კატალონიურ სიმღერას ღიღინებს, პიკეს კი მიუწერია :„არ დავუშვებთ, რომ კატალონიაში ჩვენმა ბავშვებმა ეს სიმღერა ვერ ისწავლონ.“ ასე იმღერა მესის პატარამ VIDEO
სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?
პრემიერლიგაში ზედიზედ ორწაგებული „ჩელსი“ დღეს „უოტფორდს“ უმასპინძლებს, რომელიც ჯერ სტუმრად დაუმარცხებელია. ბოლოს „უოტფორდმა“ „ჩელსის“ 1986 წელს მოუგო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ელტონ ჯონს (იმ დროს „უოტფორდის“ პრეზიდენტს) ცოლად დედაკაცი ჰყავდა, „ჩელსის“ ამჟამინდელი მწვრთენლი ანტონიო კონტე კი 17 წლის იყო და „ლეჩეში“ თამაშობდა.









