Breaking News

ერთი მეორეშიც მოვიგეთ

შეიძლება იყოს ცურავენ და ტექსტი გამოსახულებასერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს ეთამაშა და 14:11 აჯობა.

პირველი მეოთხედი თურქების იყო და 3:1 მოიგეს, მაგრამ მეორეს დასაწყისში წინ უკვე ჩვენები იყვნენ. თუმც, უპირატესობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ და ტაიმი 6:6 დასრულდა.

მესამე მეოთხედში შეცდომებს ვუხშირეთ და მეტოქე ისევ ორი ბურთით გაგვექცა. მართალია, გათანაბრება მოვახერხეთ, მაგრამ მაინც ჩამოვრჩით და დასვნითი მეოთხედის წინ ერთი ბურთით ვაგებდით – 8:9.

ბოლო მეოთხედის დასაწყისი ჩვენი იყო და ზედიზედ ოთხი უპასუხო გოლი გავიტანეთ. მატჩის ბედიც იქ გადაწყდა. ბოლოს გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაცვალეს და მატჩი მორჩა. საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ათანასიოს კაჩეგიასის გუნდს კიდევ ერთი მატჩი დარჩა სათამაშო – მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთთან.

ირაკლი ნინიძე

ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...