მოლდოვის „შერიფის“ უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბი კვლავაც ჩართულია საომარ მოქმედებაში. უკრაინის არმიაშია, ზაპოროჟიესთან ახლოს.
აი, რა მოჰყვა ვერნიდუბმა: „პუტინი საქონელი, ვამპირი და სიმახინჯეა ერთად აღებული. ღამე იყო, ბნელოდა, როცა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთი თავს დაგვესხაო. მაშინვე გადავწყვიტე ომში წასვლა. კვირას არმიაში ჩავეწერე, ზაპოროჟიეში ჩასვლას მთლიანობაში 11 საათი მოვუნდი, რუმინეთის გავლით.
… ახლობლებმა სცადეს ჩემი გადარწმუნება. მეუღლემ, შვილებმა, შვილიშვილმაც. არაფერი გამოუვიდათ. სახლში ჩემი ხასიათი იციან. აქ ვრჩებით. ახლა 120 კილომეტრით ვარ მოშორებული იმ ადგილს, სადაც ჭურვები აფეთქდა.
… დიდი სამხედრო გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ იარაღის ხმარება ვიცი. პატარა ვიყავი, როცა ვისწავლე. ორი თვე თეორიას გვასწავლიდნენ, მერე პრაქტიკას. წარმოუდგენელი განწყობა გვაქვს, გიჟური. დიდი ჯგუფი ვართ, ყველას თავისი ხასიათი აქვს, მაგრამ ერთნი ვართ, ერთი მიზნისთვის. ბევრმა გადაიღო ჩემთან ფოტო“.