Breaking News

ჩაკვეტაძე გენტს მოშორდა

HSV-Logo.svgქართულ ფეხბურთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე სასიამოვნო ინფორმაციაც ვრცელდება – გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ „ჰამბურგში“ ითამაშებს.
ბელგიურმა „გენტმა“ ჩვენებური სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი და იმედი ტრავმის შემდეგ „გენტში“ საერთოდ ჩაიკარგა. ეგ კი არა, ბოლო დროს მწვრთნელი უკვე საერთოდ აღარ ენდობოდა და გამოჯანმრთელების მიუხედავად განაცხადშიც ვეღარ ხვდებოდა.
სათამაშო პრაქტიკა კი ფეხბურთელისთვის აუცილებელია.
და, როგორც იქნა, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტს“ მოშორდა.

„ჰამბურგი“ ახლა მეორე ბუნდესლიგის კლუბია. 20 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ელიტაში დაბრუნების კარგი შანსები აქვს.

ირაკლი ნინიძე

ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...