ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა, კონტრაქტი გაუგრძელოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეითს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდეა გათვლილი.
ახალი ხელშეკრულებით კი საუთგეითი ნაკრებს 2024 წელს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.
საუთგეითი ინგლისის ნაკრებს 2016 წლის ნოემბრიდან თავკაცობს, იქამდე კი 4 შეხვედრის განმავლობაში მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. მან 2018 წელს გუნდი მონდიალის ნახევარფინალში, 2020 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.
იმისათვის, რომ ყატარის საგზური გაინაღდოს, საუთგეითის ინგლისს სან მარინოსთან სტუმრად ფრეც ჰყოფნის.
