საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საპასუხო მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა, 3:5 დამარცხდა, თუმცა, პირველი თამაში 4:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში კონტინენტის მთავარ ტურნირში მონაწილეობის უფლებაც დაიმსახურა. მატჩი დაძაბული და ნერვიული გამოდგა: ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს, რასაც გიორგი ჩიმაკაძის საპასუხო მოჰყვა, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა მეორეც შეაგდეს. შესვენების...
Day: September 23, 2025
გამარჯვება 14 წლის შემდეგ
„მარსელს’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ შინ ბოლოს 2011 წლის 27 ნოემბერს ჰქონდა მოგებული – 3:0. და აი, ფაქტობრივად 14 წლის შემდეგ მასპინძლებმა „ველოდრომზე’’ წვიმის გამო ერთი დღით გადადებულ „ლე კლასიკში’’ ისევ გაიმარჯვეს. „მარსელმა’’ პარიზელებს აჯობეს. სანამ ოსმან დემბელე საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ელოდა, მისი თანაგუნდელები კალაპოტიდან ამოვარდნილები ჩანდნენ და მე-5 წუთზე მეკარე ლუკა შევალიეს...
იამალის მამა გამძვინვარდა
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელი გახდა ოსმან დემბელე! მას ჯილდო „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში, შატლეს თეატრში ლეგენდარულმა რონალდინიომ გადასცა. 28 წლის დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი ვინც ეს ჯილდო აღმართა. მანამდე იყვნენ: რაიმონდ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983,1984,1985), ჟან-პიერ პაპენი (1991), ზინედინ ზიდანი (1998) და ქარიმ ბენზემა (2022). 2025 წელი ისტორიული გახლდათ დემბელეს კლუბისთვის...
… ის არის დემბელე!
პარიზის შატლის თეატრში 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა რონალდინიომ გამოაცხადა და… უსმან დემბელე თქვა მან… გასული სეზონში დემბელეს, ანუ პსჟ-ს მოგებულ ტიტულებზე აღარ მოვყვებით, მხოლოდ გეტყვით, რომ ყველა ტურნირზე მან 35 გოლი გაიტანა. „ფრანს ფუტბოლმა“ გამარჯვებულის სახელი ისე გულმოდგინედ შეინახა, დიდი ბრაზილიელის სიტყვებამდე დაბეჯითებით ვერავინ თქვა, ვინ მიიღებდა ამ ძვირფასს ჯილდოს. თავად რონალდინიომაც,...



