მადრიდის მასტერსზე სუსტებს არაფერი ესაქმებათ. იქაურ თიხნარზე 56 საუკეთესო მეჩოგნე გავა. ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-17 ჩოგანია, პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ფრენსის ტიაფო ერგო. 21 წლის ამერიკელი რეიტინგში 31-ე გახლავთ. თუ ამ ბარიერს გადალახავს, ნიკას ფილიპ კოლშრაიბერის (41) და მიხაილ კუკუშკინის (40) დუელში გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება. უფრო შორს გახედვა ალბათ ადრეა, მაგრამ სულმა წაგვძლია:...