ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. „ბარსელონა” უკვე ჩემპიონია, „რეალი” კი მას 18 ქულით ჩამორჩება. თუ სეზონის დამთავრებამდე არაფერი შეიცვლება, მაშინ დადგება მადრიდელთ ისტორიაში უარესი შედეგი, ანტირეკორდი — ყველაზე დიდი ჩამორჩენა ჩემპიონთან. „ლოს ბლანკოსს” სათამაშო აქვს „ვილიარეალთან”, „რეალ ბეტისთან” და „რეალ სოსიედადთან”. გუნდმა სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს და იმავდროულად იმედი იქონიოს, რომ „ბლაუგრანა” 9 ქულას...
