ჭდე: ევრა

Home ევრა
ევრა ვერა
ჩანაწერი

ევრა ვერა

პატრის ევრამ კარიერა დაასრულა. ცნობილი ფრანგი მარცხენა მცველი 38 წლისაა. ბოლოს „ვესტ ჰემში“ თამაშობდა. შარშან უკლუბოდ დარჩა და „იუვენტუსში“ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე ამბობდა, რომ რომელიმე ფრანგულ კლუბში გადავიდოდა, თუმცა… დღეს უკვე სხვა რამ გამოაცხადა: „საყვარელ საქმიანობას დავემშვიდეობე. ჩემი კარიერა დასრულდა. სწავლას გავაგრძელებ და მალე უეფას სამწვრთნელო B ლიცენზია უნდა ავიღო. თუ ყველაფერი...

ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია
ჩანაწერი

ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია

პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის “მარსელმა” დაითხოვა. ამასთან, 36 წლის ვეტერანს სეზონის ბოლომდე ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. მარცხენა მცველი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ინციდენტი 2 ნოემბერს, ევრას მშობლიური პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ადგილობრივ “ვიტორიასთან”, ევროთასის შეხვედრის დროს მოხდა. ევრა სათადარიგო იყო და მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს. ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა და პროვოკატორს პასუხი წიხლით გასცა....