„შავმა ლომმა“ 2026/2027 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ჩელენჯ თასის ახალი გათამაშების სტარტზე, რომელიც ხალხით თითქმის გავსებულ „ავჭალაზე“ შედგა, პროფესიულმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა უელსურ „ოსპრეიზს“ უმასპინძლა და უიმედოდ დამარცხდა – 14:39. ეს 25-ქულიანი დეფიციტი არ ასახავს იმ სხვაობას, რომელიც გუნდების მზადყოფნის ხარისხში იგრძნობოდა. უელსური ფრენჩაიზის ავსტრალიელ მგეზავ ლოუსონ კრეიტონს კარში მეტი კონცენტრაციითა და მობილიზებით რომ ერტყა,...
