ჭდე: ბენდი

Home ბენდი
ალმასის ფასი
ჩანაწერი

ალმასის ფასი

ბენდის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ (თუმც ინტერესით მუდამ შემიხედავს), მაგრამ გუშინ ყაზახთა ცოდვით გული მათივე გულშემატკივრების სწორად დამეთუთქა. მერე რა, რომ ყაზახეთის ნაკრები დაახლოებით საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს წააგავს – ეთნიკური ყაზახები მასში უმცირესნი არიან, ხოლო უმრავლესნი – რუსები და მოთამაშეთა მეტი წილიც რუსულ კლუბებშია დასაქმებული. მთავარი იყო, რომ კასპიის- და არალისპირელთა მონდომებული გუნდი კიდევ ერთხელ დადგა...

ყვანჯი, ყინული, სომალი
ჩანაწერი

ყვანჯი, ყინული, სომალი

წერილით “ყვანჯბურთობა ყინულზე” “სარბიელმა” მკითხველს ჰოკეის უმცროსი, დაჩაგრული ძმის ავანჩავანი გააცნო. ბურთიან ჰოკეის, იგივე ბენდის არ გააჩნია შაიბიანი კოლეგის ფინანსური და მარკეტოლოგიური ზურგის მეათედიც. აქ არ თამაშობენ მეგამილიონერი პროფესიონალები და საერთოდ, ხაბაროვსკსა (რუსეთი) და ხარბინში (ჩინეთი) მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მედიაუზრუნველყოფაც არ გვჭრის თვალს ტელევიზორებიდან. მაგრამ თამაში ამოდსაცქერია და “სარბიელის” მკითხველს ბენდის მსოფლიო პირველობაზე...