„ეს გამარჯვება ჩემთვის და „სევილიას” ყველა გულშემატკივრისთვის უდიდესი სიხარულის მომგვრელია,” — თქვა ევროლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ ესპანური გუნდის მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ, რომელმაც ტრიუმფი აწგარდაცვლილებს ანტონიო პუერტასა და ხოსე ანტონიო რეიესს მიუძღვნა. პუერტა გულის შეტევით მოედანზე დაიღუპა, რეიესი კი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ანდალუსიელებმა გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფინალში „ინტერს” მოუგეს 3:2. ანგარიში მე-5 წუთზე „ინტერის” ბელგიელმა თავდამსხმელმა...
