კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა — „იუვენტუსმა” მილანში, „ინტერთან”, 0:1 შემოატრიალა და იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 2:1 მოიგო. საპასუხო მატჩი ერთ კვირაშია. 35 წლის პორტუგალიელს ოთხი თამაშის განმავლობაში გოლი არ გაეტანა. ბოლოს, 10 იანვარს შეაგდო. და აი, ერთბაშად ორი გოლი. თუმცა, თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ — ლაუტარო მარტინესმა მე-9 წუთზე გამოიჩინა თავი. „იუვენტუსმა” 26-ე წუთზე...
