ეს უნდა ნახოთ! 33 წლის ავსტრალიელ მეკარეს ენდრიუ რედმეინს ნაკრებში სულ სამი თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მან „სოკერუ” (ანუ ავსტრალიის ნაკრები) მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. კლუბ „სიდნეის” კარის მცველმა, რომელიც ეროვნულ გუნდში სათადარიგოთა შორის სათადარიგოა, პერუსთან ფლეი-ოფის ბოლოს, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და ყატარი 2022-ის საგზური მოინადირა. ის მოედანზე დამატებითი დროის ბოლოს, 120-ე წუთზე შევიდა....
