Varlam Liparteliani (@varlamliparteliani) • Instagram photos and videosმონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გამართულ გრანდ სლემზე სამი ქართველი ძიუდოისტი ჩავიდა და კვარცხლბეკზე მხოლოდ ერთი მათგანი ავიდა.
როგორც „ჩვევია“, ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებურმა გერმანელი კილიან კაპელმერი, პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა და იაპონელი აარონ ვულფი მიყოლებით დაამარცხა.
ფინალში ლიპო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მასპინძელ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაეჭიდა. მონღოლმა ძიუდოისტმა ჩვენებური კონტრილეთზე დაიჭირა და ოქროს სახლში დაიტოვა.
ამავე წონაში ონისე სანებლიძემ ყაზახ ნურლუხან შარხანსა და გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს იპონებით მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში რუს არმან ადამიანთან წააგო, რის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უკვე პოლონელ პიოტრ კუჩერასთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
მძიმე წონაში საბა ინანეიშვილმაც კარგად დაიწყო: ჯერ გერმანელი ერიკ აბრამოვი დაამარცხა, შემდეგ იაპონელ ჰიოგა ოტას იპონით მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა, ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა.
წილი
წინა სტატიაქართველებმა სამხრეთ აფრიკა გააოცეს.
შემდეგი სტატიაბეტო მომავალი ოსიმენი?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...