სარაგბო საკლუბო ევროსეზონი ფრანგული კლუბების ტრიუმფით დასრულდა. ისევე როგორც შარშან, ჩემპიონთა თასის მფლობელი „ლა როშელი“ გახდა, ხოლო ჩელენჯ კაპზე „ლიონი“ „ტულონმა“ ჩაანაცვლა. ისევე, რგორც გასულ სეზონში, ორივე ევროთასზე ბევრმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა (9 – ჩემპიონთა თასზე და 16 – ჩელენჯ კაპზე), რომელთაგან რამდენიმეს გამორჩეული ევროკამპანია გამოუვიდა. მართალია, 20 წლის ბირჯღალოსან ალექსანდრე ქუნთელიას ჩემპიონთა თასის ფინალში...
