ზამთრის სანაკრებო სეზონი დასრულდა და საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი, მე-19 ტურიც გაიმართა. მისი მონაწილე 15 ქართველი მორაგბე გახდა. შიდა ჩემპიონატი ინგლისშიც განახლდა და ერთმა ჩვენებურმა იქაც იასპარეზა. ტოპ 14 ინდივიდუალურად საანგარიშო უიქ-ენდი ყველაზე წარმატებული გურამ გოგიჩაშვილისთვის გამოდგა. „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა „კასტრთან“ საშინაო მატჩის 25-ე წუთზე პარიზელთა ხანგრძლივი შეტევა შედეგიანად დაასრულა. პარიზელები კასტრელებს კარგა ხანი ჩეჩქვავდნენ...
ჭდე: გიორგი თეთრაშვილი
ჩილაჩავას მეცხრე კარიერული
ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართველი ლეგიონერების ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა და ამას მარტივი ახსნა აქვს – ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ჰქონდა სათამაშო… „არასანაკრებო“ 7 ქართველი მაინც გამოიძებნა და მათგან ერთ-ერთმა ლელოს გატანაც კი მოახერხა. ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან ჩილაჩავა თავისი „კასტრის“ „ლა როშელთან“ საშინაო მატჩში 53-ე წუთზე ჩაერთო და უკვე 8 წუთში, როცა მასპინძლებმა „აიღე და...
ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...


