I thought N'Golo Kante . there's something wrong with me - Automotive News„ჩელსის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ კლუბი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს დატოვოს. მან უარი თქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე და იმ პირობებს ითხოვს, რომელსაც რომან აბრამოვიჩის დროს დაჰპირდნენ.

კერძოდ, არისტოკრატთა ამჟამინდელი ხელმძღვანელობა 31 წლის ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. აბრამოვიჩის დროს კი კანტე „3+1“ სქემაზე უკვე შეთანხმებული იყო.

საკითხი ჯერაც ღიად რჩება.

კანტე „ჩელსიში“ 2016 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.