ჭდე: ჰარი მაგუაირი

Home ჰარი მაგუაირი
სად იყო ჰარი მაგუაირი, როდესაც მთელი ევროპა ჩემპიონთა ლიგას უყურებდა?
ჩანაწერი

სად იყო ჰარი მაგუაირი, როდესაც მთელი ევროპა ჩემპიონთა ლიგას უყურებდა?

ჰარი მაგუაირს როგორც ჩანს ჩემპიონთა ლიგა მაინცდამაინც არ აინტერესებს. მაშინ, როდესაც „რეალი” და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას მართავდნენ ის ინგლისის მეორე ლიგის თამაშის სანახავად იყო წასული: „ვრექსჰემი” „ქროული თაუნს” ხვდებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი 27 წლის ძმას ლორენსს გულშემატკივრობდა. ლოურენსი „ქროულიში” თამაშობს, ძმასავით ცენტრალური მცველია. თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს, ლოურენს მაგუაირი...

შენს ასეთ და ისეთ თამაშს მიხედეო
ჩანაწერი

შენს ასეთ და ისეთ თამაშს მიხედეო

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი აურზაური გამოიწვია. ჰოლანდიელი მწვრთნელი „სიტისთან” დერბიში 3:6 წაგებამ დაზაფრა და ორშაბათს ფეხბურთელები შეხვედრის გასაანალიზებლად დაიბარა, იქ კი ცხარე კამათი ატყდა, რომლის დროსაც ერთმა მეორეს მიაძახა შენს f***ing თამაშს მიხედეო და ასე შემდეგ. კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად ყველაზე აგრესიულად 24 წლის არგენტინელი ახალწვეული ლისანდრო მარტინესი და 25 სკოტ მაკტომინეი იქცეოდნენ....

ჩელსის გაჰარების მოლოდინში
ჩანაწერი

ჩელსის გაჰარების მოლოდინში

„დეილი მეილის” ინფორმაციით „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტნის ჰარი მაგუაირის შეძენას ფიქრობს. გაზეთი ამბობს, რომ „იუნაიტედში” მაგუაირის მომავალი ბურუსით არის მოცული. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ერიკ ტენ ჰაგის გუნდში ორშაბათს, „ლივერპულთან” შეხვედრაში ადგილი გარანტირებული არ აქვს „სტემფორდ ბრიჯზე” შეიძლება ხსნად მოევლინოთ. პარალელურად, „ჩელსი” ცდილობს „ლესტერ სიტისგან” 21 წლის ფრანგი ვესლი ფოფანაც იყიდოს. „დეილი მეილმა” შეიტყო, რომ...

მუყაითი ჯეკი
ჩანაწერი

მუყაითი ჯეკი

„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ჯეკ გრილიში საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე იმყოფება და მუყაითად ვარჯიშობს. მან ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჯერ სპრინტში ამოწმებს საკუთარ შესაძლებლობებს, შემდეგ კი ბურთიანად სახელდახელო კონუსებს უვლის გვერდს. წინა დღეებში ის ოდინდელი ასტონვილელი მეგობრის, კონორ ჰურიჰანის ქორწილში ყოფილა. მანამდე თანამენაკრებე ჰარი მაგუაირის ნიშნობაზე გაერთო. ახლა კი ფორმის აღდგენის დროა.    

იუნაიტედმა ბარსას ვარიანტი დაიწუნა
ჩანაწერი

იუნაიტედმა ბარსას ვარიანტი დაიწუნა

„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბარსელონას” წინადადებაზე უარი თქვა. კატალონიელებს უნდოდათ, ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ 29 წლის ჰარი მაგუარი მიეღოთ. შეგახსენებთ, რომ მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედს” 2019 წელს 80 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ეს თანხა „იუნაიტედმა” „ლიდსს” გადაუხადა. მანკუნიანელთა ახალ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მასთან მუშაობა უნდა. დე იონგის ფასი კი 69 მილიონი გირვანქაა. ჰოლანდიელს „ოლდ ტრეფორდისკენ” უჭირავს გეზი. თავიდან...

ჰარი გარეთს იცავს, გარეთი ჰარის
ჩანაწერი

ჰარი გარეთს იცავს, გარეთი ჰარის

ჰარი მაგუაირი ინგლისის ნაკრების მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს გამოესარჩლა. მან თქვა, რომ ფანებისა და მიმომხილველების ნაწილმა, ერთა ლიგაზე, შინ, უნგრეთთან 0:4 დამარცხების შემდეგ საუთგეიტის გაშვება მოითხოვა, რაც დაუშვებელია. 29 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც ამ შეხვედრაში მოედანზე ბოლო წუთებში შევიდა, მიიჩნევს, რომ „სამი ლომი” სწორი მიმართულებით მიდის. მაგუაირი: „გარეთი სერ ალფ რემზის შემდეგ, რომელმაც 1966 წელს ინგლისი...

ხელი კი ასე მოაწერა: ლაჩარი ფანი
ჩანაწერი

ხელი კი ასე მოაწერა: ლაჩარი ფანი

ვიღაცამ ჰარი მაგუაირს შეუთვალა, თუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” არ წახვალ, სახლში სამ ბომბს აგიფეთქებთო. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ასეთი მუქარა სერიოზული არ არის, მაგრამ ვინ იცის… გადახედეთ შეშლილ მსოფლიოს. თავის დაზღვევის მიზნით, „იუნაიტედის” კაპიტანი თანაგუნდელთან ცხოვრობს, მისი ოჯახი კი კონსპირაციულ ბინაშია. თან, მანიაკმა ფეხბურთელს ვადაც დაუთქვა, 72 საათი. საინტერესოა ისიც, რომ მეილი თავად მაგუაირს კი არა,...

ვინ არის ის კაცი?
ჩანაწერი

ვინ არის ის კაცი?

ჰარი მაგუაირმა ფანები გააოცა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა „ლიდს იუნაიტედს“ გოლი გაუტანა, მაგრამ ამ შემთხვევაში მცველის მიერ გატანილი გოლი კი არ გვიკვირს, არამედ ის, რაც მან სოციალურ ქსელში დაპოსტა. შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელებმა 4:2 მოიგეს, მაგუაირმა ანგარიში გახსნა და ტრიბუნების მიმართულებით მუხლებზე გასრიალდა, ხოლო თამაში რომ დამთავრდა, დაპოსტა თავისი ფოტო სადაც ის მოღუშული ლიდსელი გულშემატკივრის წინ ზემობს....

მაგუაირი: მარტო მწვრთნელმა ზღო
ჩანაწერი

მაგუაირი: მარტო მწვრთნელმა ზღო

ჰარი მაგუაირის კარიერაში უდიდესი კრიზისია. მისმა გუნდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოს — მას მერე, რაც პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ოლე გუნარ სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგაში, „ვილიარეალთან“ გუნდს მოედანზე მაიკლ ქერიკი გაიყვანს, ზოგადად კი, კანდიდატთა შორტ-ლისტში ორი მწვრთნელია, ბრენდენ როჯერსი და მაურისიო პოჩეტინო. მაგუაირმა თქვა: „თუკი ჩემს თანაგუნდელებს შეეკითხებით,...

იუნაიტედი არაფრის მომგები არ არის
ჩანაწერი

იუნაიტედი არაფრის მომგები არ არის

გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გუშინდელი კატასტროფის შემდეგ (2:4 სტუმრად „ლესტერთან“) თქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი არაფრის მომგები არ არის. ნევილმა „ლესტერ სიტის“ მხოლოდ ნახევრად კარგი გუნდი უწოდა და სინანულით დასძინა, რომ „მანჩესტერი“ ორგანიზაციული თვალსაზრისით იმდენად სუსტია, რომ ამ დონის მეტოქეებსაც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას. „სქაი სპორტის“ ექსპერტმა თქვა: „მანჩესტერელები კარგ გუნდობასთან ახლოსაც არ არიან....