„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე...
ჭდე: ხვიჩა კვარაცხელია
კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.
დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ
Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს: „თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი...
მბაპე 70
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის 42-ე წუთზე, მისი 70-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე. ამგვარად, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 70 გოლის ნიშნულს მიაღწია 98-ე მატჩში. მხოლოდ ლიონელ მესიმ (90 თამაში) და რობერტ ლევანდოვსკიმ (93) მიაღწიეს ფრანგზე სწრაფად ამ მაჩვენებელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. შეხვედრა 4:3 „ბაიერნის“ გამარჯებით დასრულდა....
ხვიჩა მოიგებს
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში: პსჟ, „ბაიერნი“, „არსენალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გავიდნენ. „თებერვალში ვთქვი, რომ პსჟ ფიზიკურად საუკეთესოდ გამოიყურებოდა, რადგან ისინი აუცილებლად მოიგებდნენ საფრანგეთის ჩემპიონატს მაქსიმალური ძალისხმევის გარეშე. ენრიკემ თავის 20-ვე მოთამაშეს დაახლოებით თანაბარი დატვირთვა მისცა. ისინი ისეთი სტრესულები არ იყვნენ, როგორც პრემიერლიგის...
კვარა გოლი, პირველი პასი და მონდომება
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ტიტულის დაცვას განაგრძობს – ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალის მეორე შეხვედრაც პირველის მსგავსად 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც ცხადია ის დაასახელეს. საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა დემბელეს მსგავსად პარიზელთა მეკარეს მატვეი საფონოვსაც 8 ქულა დაუწერა, მაგრამ გოლი გოლია! ხვიჩა კვარაცხელიას maxifoot-მა 6...
maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა
ფრანგულმა საიტმა maxifoot გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომლის ავტორი იუსეფ ტუაიტია წერს, რომ წმინდა ფინანსური კუთხით, ხვიჩა კვარაცხელია რეკორდსმენი არ არის. ის ქართველს ადარებს ფილიპე კოუტინიუს (160 მილიონი ევრო), ენცო ფერნანდესს (121 მილიონი ევრო) და ვირჯილ ვან დაიკს (84.65 მილიონი ევრო), მაგრამ დასძენს, რომ მისი ფენომენის ფულამდე დაყვანა შეცდომაა. ავტორის აზრით დღეს უნდა ვილაპარაკოთ...
კვარა კვირის გუნდში
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟემენის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა მეოთხედფინალურ მატჩში, რომლიც პსჟ-მ „ლივერპულს“ 2:0 მოუგო, ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ამას გარდა კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. კვირის სიმბოლური ნაკრების გარდა,...
ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…
„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შინ 2:0 მოუგო „ლივერპულს’’. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს პრობლემა შეუქმნეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც შესაბამისი ჯილდო მოედანზევე გადასცეს. მისი თამაში ასევე შეაფასეს სხვადასხვა გავლენიანმა საიტებმა და გამოცემებმა, თუმცა ყველა მათგანს...
კვარაცხელია VS მამარდაშვილი 1:0
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. თავიანთ გუნდებში ქართველები საუკეთეოები იყვნენ. მამარდაშვილმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ 65-წუთზე კვარას ვეღარაფერი მოუხერხა… პარიზელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და მეორე გოლი მამარდაშვილს სწორედ კვარაცხელიამ გაუტანა.








