კრიშტიანუ რონალდუმ კვლავ რეკორდი დაამყარა. თან ერთი კი არა, ერთბაშად ორი. უფრო ზუსტად, ერთ შეხვედრაში ორი. ეს გახლდათ პორტუგალიისა და ყატარის ნაკრებთა ამხანაგური გაჯიბრება, რომელიც პორტუგალიელების გამარჯვებით დასრულდა — 3:0. ამ თამაშში CR7-მა თავისი ქვეყნის ეროვნული მაისურით 112-ე გოლი გაიტანა და… სანაკრებო თამაშების რაოდენობით გადაასწრო სერხიო რამოსს — ანუ, ახლა, ევროპელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი [...]
