ჭდე: ფერნანდინიო

Home ფერნანდინიო
ძმების მეოთხე ტიტული ხუთ წელიწადში
ჩანაწერი

ძმების მეოთხე ტიტული ხუთ წელიწადში

დღეს „მანჩესტერ სიტი” ქალაქში ღია ავტობუსით გავა და პრემიერლიგის თასს ხალხით სავსე ქუჩებში ჩამოატარებს. პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ტიტული დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს. ისინი „ასტონ ვილასთან” 69-ე წუთზე 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ ინგლისური ადათის თანახმად, მალე ყველაფერი ყირაზე დადგა. მოედანზე ახალმა შესულმა ილქაი გუინდოგანმა 76-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ორ წუთში როდრიმ გაქვითა, ხოლო კიდევ სამ წუთში გუინდოგანმა გამარჯვების [...]

გვარდიოლამ წმენდა დააანონსა
ჩანაწერი

გვარდიოლამ წმენდა დააანონსა

ხოსეპ გვარდიოლამ ღიად განაცხადა, რომ ზაფხულში “სიტის” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. “მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელი გუნდში წლობით დარჩენას იმსახურებს. თუმცა, წლიდან წლამდე სიტუაცია იცვლება. ზოგი მათგანი ახერხებს ახალ მოცემულობასთან ადაპტაციას, ზოგი კი ვერა. საქმე მათ ოსტატობაში კი არა, იმის ვერაღქმაშია, რომ ხანდახან შეიძლება სათადარიგოთა სკამზე დარჩენ. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელისთვისვე უმჯობესია, რომ გუნდიდან წავიდეს” – განაცხადა [...]

ფერნანდინიომ ტრაგედიაზე იღლიცინა
ჩანაწერი

ფერნანდინიომ ტრაგედიაზე იღლიცინა

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გაბრაზდნენ. „მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა ფერნანდინიომ მიუნხენის ტრაგედიის 63-ე წლისთავზე ღლიცინი იკადრა. ფერნანდინიო პატარა ბიჭი აღარ არის, 35 წლისაა, მაგრამ ეტყობა არის საკითხები, სადაც ასაკი მთავარი არ არის. ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი ფოტო. მას ვარჯიშზე გატანილი გოლის ზეიმისას ხელები აქვს გაშლილი, თვითმფრინავს განასახიერებს. ფერნანდინიომ ეს არ იკმარა. მან მოგვიანებით დატვიტა თავისი ფოტოები, [...]

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება
ჩანაწერი

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება

„მანჩესტერ სიტისა” და ლიგის, იმავე „კარაბაოს” თასის რომანი გრძელდება. 25 აპრილს, „უემბლიზე”, „ქალაქელები” შეეცდებიან ბოლო რვა სეზონში მეექვსედ მოიპოვონ ეს ტროფი. მას მერე, რაც „სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, მარტო პირველი სეზონი გაცდა, 2018 წლიდან მოყოლებული კი გუნდი ყოველ წელიწადს იგებს ლიგის თასს — 2017-18, 2018-19, 2019-20. ახლა „ქალაქელები” ისევ ფინალში არიან და თუ გაიმარჯვებენ, [...]

ჩანაწერი

ვიღაცა მიირთმევს

როგორც ჩანს, „მანჩესტერ სიტი” და „პორტუ” ერთმანეთს უკვე ტრადიციულად უშლიან ნერვებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ გუნდს შორის სამშაბათს ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის მატჩმა (0:0) თავადაც გამოიწვია დაძაბულობა და მეხსიერებაში 21 ოქტომბრის შეხვედრაც ამოატივტივა. ოქტომბერში, „ეტიჰედზე” „სიტიმ” 3:1 მოიგო, „პორტუს” დირექტორებმა კი თამაშის შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში მსაჯებს „მძ…ის მჭამელები” უწოდეს. არბიტრი გახლდათ ლატვიელი ანდრის ტრეიმანისი. ეს [...]