შაბათს, 16 სექტემბერს, „ჯენოასა” და „ნაპოლის” შეხვედრას მაიკლ ფაბრი იმსაჯებს. შეხვედრა საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ფაბრის დანიშვნამ „ნაპოლის” ქომაგები გააღიზიანა. ეს ის მსაჯია, რომელმაც „აძურისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში ფედერიკო გატის ხვიჩა კვარაცხელიასთვის უკნიდან სახეში დარტყმა აპატია. სატელევიზიო გამეორებებმა აჩვენა, რომ გატიმ ქართველ გარემარბს განზრახ, გამეტებით დაარტყა, მსაჯმა კი ეს ინციდენტი აინუნში...
