ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთმა უკრაინას 2:1 მოუგო. შეხვედრა სლოვაკეთში, ტრნავაში გაიმართა. ანგარიში 52-ე წუთზე უნგრელმა მილან ტოტმა გახსნა. 83-ე წუთზე რომან იარემჩუკმა გაათანაბრა, მაგრამ 85-ე წუთზე მარკ ჩინგერმა „სტუმრების“ გამარჯვების გოლი გაიტანა. უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი მარკო როსი: „პირველი თამაშის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა გვექნებოდა. დღეს გამარჯვებას უკრაინელები...
ჭდე: უნგრეთის ნაკრები
დიდებული დომინიკ სობოსლაი
დომინიკ სობოსლაიმ საქართველოს ნაკრებთან ბრწყინვალედ ითამაშა, რაც უნგრული მედიის მიერ მოყვანილი სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს. შეხვედრაში, რომელიც მადიარებმა 1:0 მოიგეს „ლივერპულის“ ვარსკვლავმა მოედანზე 80 წუთი გაატარა. მას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია, მაგრამ დროა შევთანხმდეთ, რომ კარგ თამაშს მაინცდამაინც გოლი ან საგოლე პასი არ ნიშნავს. უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (0.15 xG),...
სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა
ბუდაპეშტში ერთა ლიგის შეხვედრა უნგრეთის და საქართველოს ნაკრებთა შორის მასპინძლების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ლივერპულის“ მარჯვენა მცველმა მილოშ კერკეზმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან M4 Sport-ს უთხრა: „მადლობა ღმერთს, მე ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე. ძალიან მიხარია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველამ თავდადებით იბრძოლა. თავს კარგად ვიცავდით. ამაყი ვარ! ბურთს სწრაფად ვაწოდებდით ერთმანეთს, ბევრი...
მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო
უნგრული საიტი nemzetisport.hu თავის მიმოხილვას ასე იწყებს: რომელი გუნდი შეძლებს გოლის გატანას? უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა ერთალიგური შეხვედრის წინ მთავარი კითხვა ეს იყო, რადგან მანამდე ორ უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან არც ერთს ჰქონდა გატანილი და არც მეორეს. თითქმის სავსე „პუშკაშ არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი იმედოვნებდა, რომ ნავსს უნგრეთი გატეხდა, მეტოქეს დაამარცხებდა და ცხრილში აღმასვლას დაიწყებდა. პირველ...
დაცვას და თავდასხმას გადაბმა უნდა
უნგრული საიტი nemzetisport.hu წერს: საქართველოს ნაკრები ბევრის გასაკვირად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, მაგრამ მას მერე თვალში აღარავის მოხვედრია. ეს გასაკვირი არც არის. გუნდს ხმაურიანი შედეგი აღარ ჰქონია, ემოციური აღმასვლა კი ისტორიული გამოსვლის შემდეგ ნულამდე დაუვიდა. ამასთან, ვილი სანიოლი უკვე ახალი სამსახურის ძებნაშია – შაბათს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. პორტალმა „ბარნლიში”...
მარკო როსი: უნგრეთში მაინც წარმატებას ელიან
ხვალ საქართველოს ნაკრები ერთა B ლიგის შეხვედრაში ბუდაპეშტში უნგრეთს შეხვდება. წინა ტურში ორივე გუნდმა 0:0 ითამაშა, საქართველომ შინ უკრაინასთან, ხოლო უნგრეთთან სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან. ვფიქრობთ საინტერესო იქნება ვნახოთ, თუ რა თქვა უნგრეთის გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის შემდეგ. გთავაზობთ ციტატებს: „ჩვენ მეტოქეს სივრცეები შევუზღუდეთ, მაგრამ იყო ცალკეული სიტუაციები, როდესაც უნებლიე შეცდომები დავუშვით....
B ლიგის დონის გუნდი
უნგრული საიტი nemzetisport.hu წერს, რომ ერთა ლიგაში ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ უკვე შეიძლება რეალისტური სურათის შექმნა იმის შესახებ თუ რა დონეზეა დღეს მათი ქვეყნის ნაკრები. ვფიქრობთ, საქართველოს მომდევნო მეტოქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს. წერილი იწყება იმის აღიარებით, რომ B ლიგის ეს ჯგუფი (უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია და საქართველო) კლასის მიხედვით უნგრეთის ნაკრებისთვის...
უსახური მატჩი
ერთა ლიგის B საფეხურის მეორე ჯგუფს ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ლიდერობენ. ბელფასტში უნგრეთთან 0:0-ის შემდეგ ბრიტანელებს, რომლებმაც პირველ ტურში თბილისში 1:0 მოიგეს 4 ქულა აქვთ. მათ პირველ ტაიმში ძელს გაარტყეს ბურთი. ეს კერძოდ პატრიკ კელიმ გააკეთა. თუმცა, ზოგადად ეს იყო შეხვედრა ცოტა სახიფათო მომენტით. საინტერესო სტატისტიკა: ამ შეხვედრის წინ ჩრდილოეთ ირლანდიელებს შინ ჩატარებული 9 მატჩიდან...
უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
ერთა ლიგის B საფეხურის მეორე ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 წააგო, უკრაინამ ბუდაპეშტში უნგრეთს აჯობა 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ანდერლეხტის“ თავდამსხმელმა დანილო სიკანმა გაიტანა. ამ შეხვედრის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს მარცხენა გარემარბი ალექსანდრ ნაზარენკო, რომელიც ორშაბათს საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს. უკრაინული პორტალი sport.ua აღნიშნავს, რომ ანდრეა მალდერის გუნდს პირველივე შეხვედრაში...
მარკო როსი: საქართველო რთულ მეტოქედ მიმაჩნია
ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B2 ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილო ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან ერთად. წილისყრის შედეგებზე უნგრულ „ნემზეთი შპორტთან’’ ინტერვიუში თავისი აზრი გამოთქვა უნგრეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა 61 წლის მარკო როსიმ. „კარგია, რომ არ შევხვდით ისეთ ძლიერ გუნდებს როგორებიც არიან შვეიცარია და ავსტრია, მაგრამ ჯგუფში მაინც ძლიერი მოწინააღმდეგეები...









