ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთმა უკრაინას 2:1 მოუგო. შეხვედრა სლოვაკეთში, ტრნავაში გაიმართა. ანგარიში 52-ე წუთზე უნგრელმა მილან ტოტმა გახსნა. 83-ე წუთზე რომან იარემჩუკმა გაათანაბრა, მაგრამ 85-ე წუთზე მარკ ჩინგერმა „სტუმრების“ გამარჯვების გოლი გაიტანა. უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი მარკო როსი: „პირველი თამაშის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა გვექნებოდა. დღეს გამარჯვებას უკრაინელები...
ჭდე: უკრაინის ნაკრები
მოედანზე პირველად, პლუს ახალი ტაქტიკით
„სექტემბრის სანაკრებო შესვენების დაძაბული გრაფიკი მწვრთნელებს მკვეთრი საკადრო ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. იმის თქმა, რომ უნგრეთთან შეხვედრაში უკრაინის ნაკრების თავკაცის ანდრეა მალდერას მიერ შერჩეული შემადგენლობა წინასწარ ადვილი მისახვედრი იყო არ შეიძლება, მაგრამ საქართველოსთან შეხვედრაში სრულ როტაციას ნამდვილად ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. თბილისში მოედანზე გავიდა თერთმეტეული რომლის წევრები სერიოზულ დონეზე მოედანზე ერთად პირველად იყვნენ. პლუს ისინი ახალი ტაქტიკური სქემით...
ზუბკოვი: მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე შეიძლება კარგადაც იმოქმედოს და ცუდადაც
ერთა ლიგაში საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრის წინა დღეს უკრაინელებმა თბილისის ეროვნულ სტადიონზე პრეს-კონფერენცია გამართეს. ჟურნალისტების წინაშე წარდგა ათენის აეკ-ის 30 წლის მარჯვენა გარემარბი ოლეკსანდრ ზუბკოვიც. გთავაზობთ ამონარიდებს: …საქართველოს მწვრთნელი შეეცვალა? ამის შესახებ ჩვენს სამწვრთნელო შტაბთან საღამოს დავილაპარაკებთ, მაგრამ, ზოგადად მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე შეიძლება კარგადაც იმოქმედოს და ცუდადაც. ამიტომ დავიცადოთ. ჩვენ საქართველოს ნაკრებს დეტალურად...
ანდრეა მალდერა: მოწინააღმდეგეზე ფიქრში ენერგია არ უნდა დავხარჯოთ
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებთა შეხვედრის წინა დღეს თბილისში პრეს-კონფერენცია გამართა უკრაინის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ. გთავაზობთ ამონარიდებს: …რომან იარემჩუკი (თავდამსხმელი, ოლიმპიაკოსი, ვალენსიაში თამაშის დროს გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი) უკვე მწყობრშია, ის გუნდის ნაწილი იქნება. ფეხის მცირე პრობლემა აქვს ვიტალი მიკოლენკოს (მცველი, ევერტონი), რის გამოც გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა. სხვა მხრივ მატჩისთვის მზად ვართ… …4-4-2? სათამაშო სქემაზე...
უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
ერთა ლიგის B საფეხურის მეორე ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 წააგო, უკრაინამ ბუდაპეშტში უნგრეთს აჯობა 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ანდერლეხტის“ თავდამსხმელმა დანილო სიკანმა გაიტანა. ამ შეხვედრის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს მარცხენა გარემარბი ალექსანდრ ნაზარენკო, რომელიც ორშაბათს საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს. უკრაინული პორტალი sport.ua აღნიშნავს, რომ ანდრეა მალდერის გუნდს პირველივე შეხვედრაში...
დღეს პარიზი კოშმარს იხსენებს
დღეს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ნაკრებს მასპინძლობს. იმავდროულად ფრანგებისთვის ხსოვნის დღეა. ზუსტად ათი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს დედაქალაქს ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ბოროტმოქმედებმა მიზანში ამოიღეს ექვსი ობიექტი: „სტად დე ფრანსი’’, საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი’’ და ოთხი კაფე-რესტორანი ქალაქის მეათე და მეთერთმეტე რაიონებში. დაიღუპა 130 ადამიანი, დაშავდა ― 400. ასეთი მსხვერპლი...
ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა
თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა: „ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ის ასე ძალიან ხშირად იგერიებს. როდესაც უკრაინელებმა კარში დაარტყეს, ვიფიქრე, რომ გაგვიტანეს, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა....
უკრაინამ ჩეხეთს გაქცევის საშუალება არ მისცა
ერთა ლიგის B დონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ ალბანეთთან 0:1 წააგო, უკრაინამ ჩეხეთთან 0:1 ჩამორჩენა გამოასწორა, 1:1 ითამაშა და მეტოქეს ცხრილში „შორს გაქცევის’’ საშუალება არ მისცა. 4 ტურის შემდეგ ჩეხებს 7 ქულა აქვთ, ქართველებს და ალბანელებს – 6, ხოლო უკრაინელებს – 4. წინა ტურში ორივე გუნდმა მოიგო, უკრაინამ საქართველოსთან, ხოლო ჩეხეთმა ალბანეთთან. ამ...
უკრაინის პირველი გამარჯვება
ერთა ლიგის B დონის პირველი ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინამ საქართველოს 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა, როდესაც გიორგი ქოჩორაშვილმა ნახევარდაცვაში ბურთი დაკარგა, მისმა დამზღვევებმა „ჩელსის’’ უკრაინელი თავდამსხმელისთვის გზის გადაკეტვა ვერ შეძლეს და საჯარიმოს მისადგომებიდან ვილი სანიოლის გუნდის კარში შეხვედრის ბედის გადამწყვეტი გოლი გავიდა. უკრაინულმა პორტალმა football24 ქვეთავებად დაყოფილი ვრცელი, საინტერესო...
იტალიის გასვლას საკამათო უწოდეს
უკრაინამ ევრო 2024-ის გადამწყვეტ შესარჩევ შეხვედრაში იტალიას ლევერკუზენში უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 0:0. შედეგად იტალიამ C ჯგუფში ინგლისის შემდეგ მეორე ადილი დაიკავა და ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. უკრაინას რომ მოეგო, ევროზე ის გავიდოდა. სერგეი რებროვის გუნდს გამარჯვების იმედი 90+3 წუთზე მიეცა, როდესაც მიხაილო მუდრიკი ბრაიან კრისტანტემ საჯარიმოში თითქოს წააქცია, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ...









