სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ კალიფორნიაში რჩება. კანადური გუნდი ამჯერად „გოლდენ სტეიტს“ გაეჯიბრა და 145:127 აჯობა. ქართველი კალათბურთელი „რეპტილიებს“ გამარჯვებაში ორმაგი დუბლით წაეხმარა. მამუმ პარკეტზე 25.39 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი „ტორონტომ“ მეტოქეზე სამი ქულით მეტი...
ჭდე: ტორონტო
ინსინიეს ოჯახური პრობლემები
ლორენცო ინსინიე 31 წლის იტალიელი გარემარბია, რომელიც MLS-ში, კერძოდ „ტორონტოში” თამაშობს. გარდა იმისა, რომ ინსინიე ევროპის 2020 წლის ჩემპიონია, ქართველი გულშემატკივრისთვის იმითაც არის ცნობილი, რომ „ნაპოლიმ” გასულ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია მის შემცვლელად მიიყვანა და ვინაიდან კვარაცხელიას სერია A-ში საუცხოო სტარტი აქვს მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს. ინსინიეს პრობლემები აქვს. „ოჯახური მდგომარების” გამო მან რამდენიმე დღის წინ...
ოსტატი იოდოი
ამერიკელი კალათბურთელი ვინს კარტერი ერთადერთია, ვინც ოთხ ათწლეულში მოასწრო თამაში. ეს, ალბათ, დიდხანს დარჩება რეკორდად, რადგანაც წლების სიმრავლესთან ერთად, ის კარგ დროსაც არის დაბადებული… ვინსი 1998 წელს დრაფტზე „გოლდენ სტეტმა“ აირჩია და უმალ „ტორონტო რეპტორსში“ გაუშვა. მას შემდეგ კარტერმა რამდენიმე გუნდი მოიარა და ბოლოს ღუზა „ატლანტა ჰოუკსში“ ჩაუშვა. 2011 წელს კარტერი გახდა 37-ე კალათბურთელი, რომელმაც...
საით კავ?
ისტორიაში პირველად „ტორონტო“ გააჩემპიონა. ლეგენდებს გვერდით დაუდგა და იმ დიადებს შეუერთდა, ფინალების MVP-ის წოდება ორ სხვადსხვა გუნდში რომ მოიპოვეს. ორი საჩემპიონო ბეჭედი „სან ანტონიოსა“ და „ტორონტოში“ და ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელი NBA-ში. ეს კავაი ლეონარდი გახლავთ. ის თავისუფალი აგენტია. კანადელები მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ, ლოს ანჯელესურ გუნდებს კი ვერ აჩერებენ, „კლიპერსი“ და „ლეიკერსი“ ამ ვარსკვლავის ხელში...
კავაი მიდის
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების ჩემპიონი რომ ბევრისთვის მოულოდნელად „ტორონტო“ გახდა, კალათბურთის მოყვარულთ, ალბათ, შეხსენება არ სჭირდება. კანადური გუნდი NBA-ს გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა და „გოლდენ სტეიტთან“ ფინალურ სერიას (4:2) ვინც მიადევნა თვალი დაგვეთანხმება, რომ „ტორონტოს“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კავაი ლეონარდი გახლდათ. მომავალი სეზონიდან კი „ტორონტო“ საგრძნობლად შესუსტდება, რადგან კავაი გუნდის დატოვებას ეშურება. ამბობენ, მსუბუქი...
კავაი!
გოლდენ სტეიტმა ბრწყინვალება დაკარგა – სტივ კერის ბიჭების ჰეგემონია დაემხო. NBA-ს სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში, კავაი ლეონარდმა და ბიჭებმა ორაკლ არენაზე ერთხელაც, ამჯერად – 114:110 იმარჯვეს და ტორონტო ისტორიაში პირველად გააჩემპიონეს. კანადურმა კლუბმა წინა შეხვედრების მსგავსად, უპირატესობა გადამწყვეტ მატჩშიც დასაწყისიდანვე მოიპოვა და „მეომრებს“ უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა. სტუმრების პირველი 11 ქულა სწორედ კავაიმ აიღო,...





