მადრიდის „რეალის“ მეკარე, ტიბო კურტუა, დიდი ალბათობით, „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს, რომელიც ესპანური პრიმერას მე-9 ტურში, 16 ოქტომბერს გაიმართება მადრიდში. დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თქვა, რომ ბელგიელი კარის დარაჯის ტრავმა, შესაძლოა, იმაზე გაცილებით სერიოზული გამოდგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამ მიზეზით კურტუამ უკვე გამოტოვა „ოსასუნასთან“ მატჩი (1:1) და „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაშიც არ...
