თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ფინალში მან სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე კი ლუკამ 4 შეხვედრა მოიგო. პირველ ბრძოლაში ფინელ მეტოქეს ვაზარით მოუგო, მეორეში კი სერბს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით. 1/4 ფინალში ბულგარელ ივაინო ივალოვთან ჰქონდა რევანში ასაღები და აიღო კიდეც.მიუხედავად...
ჭდე: ტატო გრიგალაშვილი
გრიგალაშვილის ვერცხლი
ბუდაპეშტში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიოს პირველობის მეოთხე დღეს კაცებმა „გვალვიანი“ გამოსვლა დაასრულეს და ტატო გრიგალაშვილიმა (81 კგ) საქართველოს დელეგაციას კაცებში პირველი მედალი მოუტანა – 25 წლის ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ ჰქონდა მოპოვებული, ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ტატომ საწყის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკი დაამარცხა, შემდეგ ბულგარელი გიორგი გრამატიკოვს, ბელგიელ მატიას კასესა და აზერბაიჯანელ...
ევროპა ლუწად
ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მიითვალა. ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ტატო საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს იუკოთი სძლია, შემდეგ კი, ფინალამდე ყველა იპონით მოიგო: ჯერ ჩეხ იან სვობოდას აჯობა, შემდეგ ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ტცკაევს. ფინალში გრიგალაშვილს...
ხარისხით ნაკლები მედალი
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი მეორე დღესაც მოიპოვა, მაგრამ ხარისხი უფრო ნაკლები იყო. ჩერნოგორიის დედაქალაქში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლს დასჯერდა. ლიპარტელიანმა მერვედფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე დარია კურბონმამადოვას იუკოთი სძლია, მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაე იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის ნაკრების წევრ ტიმნა ნელსონ ლევის იუკოთი აჯობა. ფინალში ჩვენებური გერმანელ სეია...
მედალი არის, მაგრამ…
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი კი მოიპოვა, მაგრამ იმ ხარისხის არა, რომელსაც ველოდით – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდა. გრიგალაშვილმა (81კგ.) ასპარეზობა მოლდოველ მიჰაილ ლატისევის ძლევით დაიწყო, შემდეგ ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს სძლია, ხოლო მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი ორივე ვაზარით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონჰვან ლის დაუპირისპირდა და უმძიმესი ბრძოლაში, რომელიც...
უმედლობა გრძელდება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია. ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0. გურული მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა. მეოთხედფინალში გამარჯვებით, ლაშა ოლიმპიურ მედალს გაინაღდებს....
გუნდი პარიზში
33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა. შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე...
ზედიზედ მესამე მსოფლიო…
აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს სამმა ქართველმა იჭიდავა. მედალი მხოლოდ ერთი გვერდო – ტატო გრიგალაშვილმა (81კგ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. გრიგალაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას გერმანელი ტიმო კაველიუსის ძლევით შეუყვა, ვისაც თურქი ვედატ ალბაირაქი, ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი და კორეელ ჯონჰვან ლი მიაყოლა. ფინალში გრიგალაშვილი ტიმურ არბუზოვს დაეჯახა, რომელმაც ნახევარფინალში დიმიტრი გოჩალაიძე წაგვიქცია....
გრიგალაშვილის მესამე ევროპული ოქრო
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს დელეგაციისთვის მეორე დღეც ხვავრიელი გამოდგა: ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ოქრო ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) – ბრინჯაო. ქართული დელეგაციის ყულაბაში მეორე ბრინჯაოს მედალიც აჩხრიალდა – ეთერ ასკილაშვილი (100 კგ.) მესამე ადგილს დასჯერდა. გრიგალაშვილი მედლისკენ მიმავალ გზას ფრანგი ომარ დიალოსთან გამარჯვებით შეუყვა, ვისაც სერბი ისლამ სოგენოვი, უნგრელი...
ტატო და იაპონელები
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) წლის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო. ნომინანტი კი ხუთი იყო: ტატოს გარდა კიდევ ერთი ჩვენებური ლუკა მაისურაძე, იაპონელი ჰიფუმი აბე, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი და შვეიცარიელი ნილს შტუმპი. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს...









