ამაღამ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ საკალათბურთო ლიგაში რეგულარული სეზონი დაიწყება. „გოლდენ სტეიტის“ პირველი მეტოქე ვარსკვლავთკრებული „ლეიკერსი“ იქნება. ჟურნალისტებმა „გოლდენ სტეიტის“ მთავარ მწვრთნელ სტივ კერის მეტოქის არადამაჯერებელი წინასასეზონო სერიის შესახებ ჰკითხეს – 6 შეხვედრაში 6 მარცხი ნამდვილად მეტისმეტია. „მგონია, რომ „ლეიკერსმა“ უბრალოდ თავი მოიმკვდარუნა. ეს უაღრესად გამოცდილი გუნდია და კარგად ესმით, რომ წინასასეზონო მატჩები ბევრს არაფერს ნიშნავს. [...]
