ჭდე: საქართველოს ჩემპიონატი

Home საქართველოს ჩემპიონატი
„დინამომ” მთაწმინდა გაალურჯა!
ჩანაწერი

„დინამომ” მთაწმინდა გაალურჯა!

თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო ტურში „ვიტ ჯორჯიას“ ლევან კუტალიასა და სენეგალელი არფან დაფეს გოლებით 2:0 მოუგო და ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. დინამოელებმა სამი წლის შემდეგ დაიბრუნეს ტიტული. მათ პირველად აღმართეს ახალი საჩემპიონო სინი, რომელიც 2017 წლიდან თამაშდება. მთავარი მწვრთნელის, ჩისკოს სადებიუტო სეზონი წარმატებული გამოდგა. მას ფეხბურთელობისასაც ორჯერ მოუგია „დინამოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონობა....

ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია
ჩანაწერი

ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ქალთა საქართველოს 75-ე პირველობა ნინო ბაციაშვილმა მოიგო. მან ბელა ხოტენაშვილის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ქვეყნის დედოფალი მეორედ გახდა. პირველად ნინომ 2015 წელს იპირველა. ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართა. საწყის ტურებში ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა სალომე მელიამ იყოჩაღა და მე-6 ტურის შემდეგ ქულით უსწრებდა უახლოეს მდევრებს, თუმც შემდეგ ორი პარტია დასთმო...