„ლივერულმა’’ „საუთჰემპტონს’’ შინ ინგლისის ლიგის ანუ „კარაბაოს’’ თასზე 2:1 მოუგო. ეს გახლდათ გიორგი მამარდაშვილის პირველი ოფიციალური მატჩი ახალი კლუბის შემადგენლობაში. ქართველმა მეკარემ კარგად ითამაშა, იყო უკიდურესად მობილიზებული და მონდომებული. გთავაზობთ, ორიოდ შეფასებას. Liverpoolecho: გიორგი მამარდაშვილი – 7. „შეხვედრის დასაწყისში ადამ არმსტრონგის დარტყმული ძალიან კარგად მოიგერია და საერთოდაც საკუთარ თავში დარწმუნებული მეკარე ჩანს. ფეხით პასების განაწილება...
ჭდე: საუთჰემპტონი
იჩხუბეს და იამხანაგეს
„საუთჰემპტონისა” და „ლაციოს” ამხანაგური შეხვედრა დიდ ჩხუბში გადაიზარდა. ეს მე-60 წუთზე მოხდა, მანამდე კი მოვლენები ასე განვითარდა: მე-5 წუთზე კარლოს ალკარასმა „წმინდანების” ახალწვეულ ბენ ბრერეტონ დიასს საგოლე პასი მიაწოდა და ინგლისური გუნდი დაწინაურდა. რომაელებმა 32-ე წუთზე ტატი კასტელანოსის დარტყმით გაქვითეს. მეორე ტაიმში, როგორც გითხარით, ჩხუბი ატყდა. დანილო კატალდი უხეშად მოცელილ თანაგუნდელს გამოესარჩლა და მასპინძლების ერთ-ერთ...
ფარეხიდან ფერარი გამოიყვანა
„ლივერპულმა” „საუთჰემპტონს” 2:1 მოუგო და „მანჩესტერ სიტის” ერთი ქულით ჩამორჩება. დარჩა ბოლო ტური. საუთჰემპტონში იურგენ კლოპმა შაბათის (ფეხბურთის ასოციაციის თასის) ფინალთან შედარებით ცხრა კაცით გადასხვაფერებული შემადგენლობა ათამაშა. მერსისაიდელები თავიდან ჩამორჩნენ — მე-13 წუთზე ნეითან რედმონდმა გახსნა ანგარიში, მაგრამ 27-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაქვითა, 67-ზე კი ჟოელ მატიპმა გამარჯვების გოლი შეაგდო. კლოპმა თქვა: „თამაშით ძალიან კმაყოფილი...
ლე ტისიე – პრორუსი და კლუბიდან წასული
„საუთჰემპტონის“ ინგლისელ მეტ ლე ტისიეს პრორუსული განცხადების გამო მძლავრი კრიტიკა შეხვდა, რის გამოც გუნდიდან წასვლამ მოუწია… ვინ არის ლე ტისიე? „საუთჰემტონის“ ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ, ტექნიკური თავდამსხმელი იყო 90-იანებში. ლე ტისიემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტექსტი, უკრაინულ ბუჩაში მომხდარი ფაქტები ფალსიფიცირებულიაო, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. „მთელი ეს წლები „საუთჰემპტონის“ ელჩი ვიყავი, ჩემი შეხედულებები...
სიტის ფანტაზია შემოაკლდა
„მანჩესტერ სიტიმ“ ოქტომბრის შემდეგ პირველად დაკარგა ქულები. კონკურენტებს ცხადია იმედი გაუღვივდათ. „საუთჰემპტონმა“ მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში — კაილ უოკერ-პიტერსმა ეფექტური გოლი შეაგდო. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა 65-ე წუთზე გაათანაბრეს: აიმერიკ ლაპორტემ კევინ დე ბრუინის მიერ ჯარიმიდან ჩაკიდებული ბურთი თავურით შეაგდო კარში. საინტერესოა, რომ პირველ წრეში „საუთჰემპტონმა“ „სიტის“ „ეტიჰედზე“ ორი ქულა დააკარგვინა – 0:0, ხოლო ორი სეზონის...
ბეილი ბავშვობაში ბრუნდება
გარეთ ბეილი, შესაძლოა, „საუთჰემპტონში“ გადავიდეს. იქ, სადაც კარიერა დაიწყო … 10 წლისა მივიდა ამ კლუბის აკადემიაში და პროფესიულ კარიერაშიც ერთი სეზონი თავიდან „საუთჰემპტონში“ გაატარა, მერე კი „ტოტენჰემში“ გადავიდა. ბეილი მადრიდის „რეალში“ მხოლოდ ადგილს ავსებს და დიდ თანხასაც იღებს, თუმც, ადრე თუ გვიან, ეს ამბავიც დასრულდება. კიდევ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბეილმა ზაფხულში შესაძლოა სულაც დაასრულოს კარიერა....
თამაშგარეც არის და თამაშგარეც
კაცმა რომ თქვას, „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „საუთჰემპტონს“ 2:1 მოუგო, მაგრამ ოფიციალურად თამაში 1:1 დამთავრდა. მიზეზი: მსაჯმა VAR-ის რეკომენდაციით ჰარი კეინის მეორე გოლი არ ჩათვალა. აქ, სამართლიანად ისმის კითხვა, შეიძლება კი მილიმეტრებზე გამოდევნება? ფეხბურთში რა უნდა წახალისდეს, შეტევა თუ დაცვა? ერთი სიტყვით, ამაზე ოდნავი და უაზრო თამაშგარის წარმოდგენა ალბათ შეუძლებელია. მეორე მხრივ, ნურც „საუთჰემპტონს“ დავუკარგავთ მონდომებას. 39-ე...
რეშფორდმა კანტონას გადაასწრო
ინგლისური პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერმა“ გოლების გატანით გული იჯერა და „საუთჰემპტონს“ 9:0 მოუგო. ერთბაშად ცხრა გოლი მანკუნიანელებს 26 წელიწადია არ გაეტანათ. 1995 წელს ასევე 9:0 მათ „იფსვიჩს“ მოუგეს. „წმინდანებმა“ კი ასეთივე ანგარიშით შარშანაც წააგეს – მათი ცოდვა „ლესტერმა“ დაიდო. 9:0 კი პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდია. ცხრა გოლიდან ერთი რეშფორდმა გაიტანა. ეს მარკუსისთვის „მანჩესტერის“ მაისურით გატანილი...
მუხლებზე დაეცა და ატირდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს ახალი, გამკაცრებული რეგულაციების გამოცხადება ხეირიანად დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ „საუთჰემპტონისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა დენი ინგსმა თავისი ყოფილი გუნდის, „ლივერპულის” დაცვას აჯობა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა — 1:0. პრემიერი ბრიტანელების წინაშე ზუსტად საღამოს 8 საათზე გამოვიდა, როდესაც „საუთჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრა დაიწყო. ჯონსონმა ხალხს უთხრა, რომ ამიერიდან ლოქდაუნი...
კავანიმ ინსტაგრამში დააშავა
„მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, 33 წლის ედინსონ კავანიმ, რომელმაც გუშინ „საუთჰემპტონს” ორი გოლი გაუტანა და ამ ორიდან ერთი, 90+2 წუთზე, გამარჯვებისა იყო, შეიძლება დისკვალიფიკაციის გამო სამი თამაში გამოტოვოს. თავდამსხმელმა ინსტაგრამში დააშავა… ან არ იცოდა, რომ აშავებდა, მაგრამ ასე გამოუვიდა. განვმარტოთ. „იუნაიტედი” „საუთჰემპტონთან” სტუმრად 0:2-ს აგებდა, მაგრამ 3:2 გაიმარჯვა. გახარებულმა კავანიმ, სახლში დაბრუნების შემდეგ ინსტაგრამში ნახა,...









