„ვალენსიას’’ ლეგენდა რუბენ ბარახა „ღამურების’’ თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი აღარ არის. მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდს ისტორიაში უარესი სტარტი ჰქონდა, არადა წინა სეზონში გულშემატკივარს ევროთასებზე დაბრუნების იმედიც კი ჩაუსახა. იმ ოცდაათ მწვრთნელს შორის, ვინც „ვალენსიას’’ ყველაზე მეტ შეხვედრაში მწყემსავდა, ბარახას ბოლო შედეგი აქვს, მაგრამ მისი პერიოდი მაინც ორ ნაწილად იყოფა. მან „ჩეები’’...
ჭდე: რუბენ ბარახა
კიკე სანჩეს ფლორესი ჯერჯერობით უარზეა
დღეს, უფრო სწორად საქართველოს დროით უკვე ხვალ, ღამის პირველის ნახევარზე, „ვალენსია’’ დაშავებული გიორგი მამარდაშვილის გარეშე ბარსელონაში „ესპანიოლს’’ ხვდება. ამ შეხვედრის წინ ვალენსიურ მედიაში გუნდის მზადებაზე იმდენს არ ლაპარაკობდნენ, რამდენსაც მწვრთნელის შესაძლო ცვლილებაზე. ჯერჯერობით „ღამურებს’’ ისევ რუბენ ბარახა უდგას სათავეში, მაგრამ მისი შეცვლის საკითხი აქტუალურია და უკვე კანდიდატებსაც ასახელებენ. ბოლო დღეებში კიკე სანჩეს ფლორესი ახსენეს. „ესტადიო...
დღეს: მამარდა vs ბარსელონა
დღეს გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, „ბარსელონას” წინააღმდეგ „ვალენსიას” კარს დაიცავს. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რაზე შეუთანხმდა მისი გუნდის ქართველი მეკარე „ლივერპულს”, დღეს ის მოედანზე იქნება. ბარახა: „ყველაფერი მარტივია. სანამ არაფერი ხდება, მე შეფასებს არ ვაპირებ. ჰიპოთეზებზე არ ვლაპარაკობ”. მამარდაშვილმა ამ ზაფხულში ერთ საკონტროლო შეხვედრაში...
ვალენსიამ ცუდად ითამაშა, მაგრამ ბარახას გული არ გაუტეხავს
„ვალენსიამ” ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვებაში კონკურენტ „ბეტისთან” ქულები დაკარგა — შინ 1:2 წააგო. მეტოქემ „ღამურებს” აჯობა. ამ შეხვედრაში მასპინძლების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კარის დაცვა ვერ შეძლო. მართალია გაშვებული გოლები მისი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი სამწუხარო გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგის 12 მატჩში აქვს კარი „მშრალად” შენახული და წინ კიდევ 6 ტურია. მატჩის...
წაგებული გუნდის მწვრთნელიც კი ამაყობდა
„ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო. რთული შეხვედრის ერთადერთი გოლი უგო დურომ იმდენად ოსტატურად და ლამაზად შეასრულა, რომ მატჩის გმირად ის დაასახელეს, რითაც ცოტა არ იყოს დაეჩაგრათ ფეხბურთელი, რომელმაც თავისი დიდებული თამაშით მეტოქეს რამდენჯერმე არ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ეს გახლდათ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებაც AS-მა ასე დაწერა: „მამარდაშვილი თავისი მოგერიებებით მატჩის გმირი გახდა. მან განსაკუთრებით კარგად...
AS: ვალენსიამ საშინაო დავალება შეასრულა
AS წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შობას შესრულებული საშინაო დავალებით შეხვდა. სეზონის დაწყების წინ კლუბის მეპატრონის პიტერ ლიმის მარჯვენა ხელმა, პრეზიდენტმა ლეი ჰუნმა გუნდის წინაშე ამოცანად სტაბილური თამაში დასახა. ეს სხვა სიტყვებით ცხრილის შუაში უსაფრთხოდ დამკვიდრებას ნიშნავდა. რეალობიდან გამომდინარე ასეთ გეგმას მწვრთნელი რუბენ ბარახაც დაყაბულდა და აი, პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეიძლება ითქვას,...
ბარახას პირველად მოუტრიალეს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ჟირონასთან” 1:2 წააგო. ქართველ მეკარეს ვერავინ დაემდურება, მან თავისი წილი კარგად ითამაშა, რამდენიმე ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას გაართვა თავი, მთლიანობაში კი გუნდს ხარისხიან ფეხბურთამდე ბევრი აკლია. როგორც გაირკვა ეს იყო 2023 წლის თებერვლის ანუ მწვრთნელის თანამდებობაზე რუბენ ბარახას დანიშვნის შემდეგ პირველი თამაში, როდესაც „ღამურებმა” ანგარიში გახსნეს, მაგრამ მაინც წააგეს. აქამდე მეტოქემ დაწინაურებულ „ვალენსიას”...
ზეიმი ვალენსიაზე
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ატლეტიკოს” 3:0 მოუგო. „მესტალიაზე” ზეიმი გაიმართა. superdeporte წერს, რომ „ღამურების” გულშემატკივარი ამას იმსახურებდა, რადგან ის კლუბის მეპატრონეს, სინგაპურელ პიტერ ლიმს დიდი ხანია ცუდი ფეხბურთისთვის ჰყავს განწირული, გუნდმა კი ამის მიუხედავად თვით ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მოაწყო ტალღები, იძახა „ოლე, ოლე”, იმღერა «¡Que bote Mestalla!» და ყველაფერი ეს...
ვალენსია სუსტია, ბარახა — გაბრაზებული
პარასკევს, 1 სექტემბერს სატრანსფერო ბაზარი იხურება, გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” მწვრთნელი რუბენ ბარახა კი სულ უფრო მეტად ბრაზდება. ესპანური პორტალი superdeporte წერს, რომ ბარახას გაბრაზება სამართლიანია, რადგან დღეს „ღამურების” შემადგენლობა გაცილებით სუსტია, ვიდრე გასულ სეზონში. „ვალენსია” რომ ხელმოკლე კლუბია „ელ პიპომ” პირველივე დღიდან იცოდა, მაგრამ ის, რაც ზაფხულში მოხდა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაზეც ის და...
ვალენსიას გეგმა ცნობილია
არავინ იცის დარჩება თუ არა გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში”, მაგრამ ფაქტია, რომ „ღამურებს” სეზონისთვის მზადების გეგმა უკვე შედგენილი აქვთ. ლა ლიგის ახალი ჩემპიონატი 11 აგვისტოს იწყება. „ჩეებს” პირველი შეხვედრა სტუმრად უწევთ სევილიაში, „სანჩეს პისხუანზე”. მწვრთნელს რუბენ ბარახას სურს, რომ ამ დროისთვის მისი ყველა ფეხბურთელი 100 პროცენტით იყოს მზად და საამისოდ ხუთი ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს. გუნდი...









