ლიგა 1-ის ბოლო დღეს, უფრო სწორად მის ბოლო წამებზე, „სტად დე რეიმსმა’’ რომელიც შაბათს საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა შეხვდეს, მე-16 ადგილზე ამოჰყო თავი, ეს კი გადათამაშებაში მოხვედრას ნიშნავს.სხვა სიტყვებით, ლიგა 2-ში რომ არ გავარდეს მან 21 და 29 მაისს „მეცს’’ უნდა აჯობოს და რაა გასაკვირი, რომ მისთვის ეს ორი შეხვედრა 24 მაისის...
ჭდე: რეიმსი
კვარამ ივარჯიშა
„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს დასვენება არ აქვთ. სამშაბათს მათ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში სტუმრად მოუგეს „დიუნკერკს’’ (4:2), მეორე საღამოს კი საგანგებო ვარჯიში ჰქონდათ რომელიც აღდგენისგან, დარბაზისა და ბურთით ბევრი მუშაობისგან შედგებოდა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა ის ცნობა, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც წინა დღეს ავად იყო. კვარაცხელიას მსგავსად ავად იყო და გამოჯანმრთელდა იბრაჰიმ მბაეც. ქართველ...
კვარას საფრანგეთში ადრეც შეეძლო გადასვლა
ხვიჩა კვარაცხელია 23 წლის ასაკში საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდა. „ნაპოლის’’ ყოფილი მოთამაშე 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელი გახდა და ახალ გარემოს ეგუება. როგორც ირკვევა, ქართველ გარემარბს საფრანგეთში გადასვლის შანსი რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა. მის კანდიდატურას „რეიმსს’’ სთავაზობდნენ, მაგრამ კლუბს, რომელიც დღეს ლიგა 1-ის ცხრილში მე-12 ადგილზეა, მის შესაძენად საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა....
მოწადინებისთვის ქების სიტყვებს იმსახურებს
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. პარიზელებმა „რეიმსს’’ უმასპინძლეს: 1:1. ანგარიში 47-ე წუთზე ქართველის გარღვევისა და საგოლე პასის შემდეგ ოსმან დემბელემ (რიკოშეტის წახმარებით) გაიტანა. 9 წუთში კვარას მორიგი შეტევა იმით დასრულდა, რომ სტუმრების მეკარე იევან დიუფმა დარტყმული დაიჭირა და შეამჩნია, რომ მარცხენა ფრთაზე პსჟ-ს ფეხბურთელთაგან საერთოდ არავინ იყო. მან ბურთი თანაგუნდელ კეიტო...
ხვიჩა სავარაუდოდ შეცვლაზე შევა
დღეს, პარიზის დროით 21 საათზე, ხოლო საქართველოს დროით შუაღამისას ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი „პარი სენ ჟერმენი’’ „რეიმსს’’ უმასპინძლებს. ვინაიდან პსჟ-ს ოთხშაბათს შტუტგარტში ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ლუის ენრიკე ლიგა1-ის შეხვედრაში შემადგენლობას დიდი ალბათობით შეცვლის ანუ რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს. იმისათვის, რომ შტუტგარტში მისმა გუნდმა მწყობრად ითამაშოს, ესპანელმა მწვრთნელმა შეიძლება მარცხენა მცველის პოზიციაზე ნუნუ მენდეშის ნაცვლად...
კაიუსტე მეორე ანგისა იქნება
„ნაპოლის” ახალი შენაძენი იენს კაიუსტეა, რომელმაც რომში, „სტუარტ კლინიკაში”, სამედიცინო შემოწმება გაიარა. ის გახლავთ 1999 წელს დაბადებული ნახევარმცველი. კაიუსტე „სტად რეიმსში” თამაშობდა. ფეხბურთელი საფრანგეთიდან იტალიაში „ნაპოლის” სკაუტმა მაურიციო მიკელიმ ჩაიყვანა. სერია A-ს ჩემპიონის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ ტრანსფერი 12 მილიონ ევროდ გაჩარხეს. კაიუსტეს სიმაღლე 188 სანტიმეტრია. ის გამოირჩევა კარგი ტექნიკით...
ნაპოლიში შედიან და გადიან
calciomercato-მ „ნაპოლიში” შექმნილი სიტუაცია მბრუნავ კარს შეადარა, რომელშიც ერთდროულად შედიან და გამოდიან. იტალიური პორტალი წერს, რომ სერია A-ს ჩემპიონმა ბაზარში ფეხს აუჩქარა. მან „სტად დე რეიმსისგან” იყიდა 23 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე და გაააქტიურა მუშაობა პიოტრ ჟელინსკის საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ აჰლიში” გაშვების მიმართულებით. არაბები ჟელინსკიში 24 მილიონ ევროს იძლევიან. პირადად პოლონელს სამი სეზონის...
ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა
ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფონტენი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 1953-1960 წლებში თამაშობდა. მას ეკუთვნის რეკორდი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით. 1958 წლის მონდიალზე ფონტენმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ჯამში ეროვნულ ნაკრებში მან 21 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის „ნიცასა“ და „რეიმსში“ თამაშობდა. ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი...
ლეოს კეთილი დებიუტი
ლეო მესიმ „რეიმსის“ პატარა გულშემატკივარი გაახარა. არა მარტო იმით, რომ მამამისს გოლი ვერ გაუტანა, არამედ იმითაც რომ მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ფრანგულ ფეხბურთში მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი ჯაბა კანკავას ყოფილ გუნდთან შედგა. მესი მოედანზე ნეიმარის ნაცვლად 66-ე წუთზე შევიდა. ასე დაიწყო უდიდესი ფეხბურთელის ახალი ცხოვრება „ბარსელონას“ მიღმა. „პარი სენ ჟერმენმა“ „რეიმსს“ სტუმრად 2:0 მოუგო....
კანკავა საფრანგეთში დაბრუნდა
N 6, საფრანგეთი ლიგა 2, „ვალანსიენი“, კოტრაქტი სეზონის ბოლომდე – საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახური „ტობოლიდან“ საფრანგეთში დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგანაც ყაზახეთამდე, 2015-2017 წლებში, კანკავა სწორედ საფრანგეთში, კერძოდ „რეიმსში“ თამაშობდა. „ვალანსიენში“ ლიგა-2-ში 24 ქულით მეათე ადგილზეა და დღეს ფ.კ. პარიზს ეთამაშება. კანკავას ახალ გუნდს არც გავარდნა ემუქრება და აღზევების მცირე შანსი თუ აქვს. კონტრაქტიც სეზონის...









