ფლორენტინო პერესი კვლავ „რეალის“ პრეზიდენტია. მან კვირას, 7 ივნისს, მის მიერვე გამოცხადებულ ვადამდელ არჩევნებში დაამარცხა კონკურენტი ენრიკე რიკელმე და 2030 წლამდე უხელმძღვანელებს „ლოს ბლანკოსს“. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „რეალის“ გულშემატკივართა შორის ბოლო წლებისთვის უჩვეულო აზრთა სხვადასხვაობაა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხმათა 65%-ი 35%-ის წინააღმდეგ დიდი უპირატესობაა, მაგრამ თუ წინა არჩევნებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ სურათი მნიშვნელოვნად...
ჭდე: რეალი
რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
„რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ენრიკე რიკელმემ წინასაარჩევნო დაპირებებს ახალ დაამატა: იურგენ კლოპი. აქამდე მან ახსენა როდრი და ერლინგ ჰოლანდი. თქვა, რომ შტაბში სამუშაოდ მიიყვანს ფერნანდო იეროს, იკერ კასილიასსა და რაულს, რომელიც მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს. რიკელმეს არ უთქვამს, რომ კლოპი უკვე დაითანხმა. მან თქვა, რომ რაული მას დაურეკავს და მოლაპარაკებებს დაიწყებს. ფეხბურთის გულშემატკივარმა...
რიკელმე: მე რეალში ჰოლანდს გადმოვიყვან
ახლოვდება „რეალის“ პრეზიდენტის არჩევნები და კანდიდატები ამომრჩევლების დაპირებებით მოხიბვლას ცდილობენ. ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში მწვრთნელად ჟოზე მოურინიუს მიიყვანს, მისმა კონკურენტმა ენრიკე რიკელმემ კი პასუხად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერლინგ ჰოლანდის გადაბირება დაიქადნა. „ჩვენ ამაში იმდენად დარწმუნებულები ვართ, რომ მე ნოტარიალურად დამოწმებულ გარანტიას მოვაწერე ხელი. ჰოლანდს კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომელიც მას „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შესაძლებლობას...
ფლორენტინო: თუ ამირჩევთ მოურინიუს მოვიყვან!
კვირას „რეალის“ პრეზიდენტის არჩევნებია. ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მწვრთნელად ჟოზე მოურინიუს მიიყვანს. მედია მიიჩნევს, რომ ფავორიტობის მიუხედავად არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამის თქმა მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან ჩინებული წინასაარჩევნო სვლა იყო. ფლორენტინოს კონკურენტი გახლავთ ენრიკე რიკელმე, რომელმაც შეიძლება ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ფორმალური კანდიდატი ნამდვილად არ არის. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა „რეალის“ ცუდი შედეგებია. „მოურინიუ,...
სიგიჟე და კამავინგა
პოპულარულმა ესპანურმა გაზეთმა AS „ბაიერნისა’’ და „რეალის’’ საოცარ – ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ – შეხვედრაზე დაწერა: „შეიძლება ბოლო თვეების ან სულაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ასე აღარ ჩანდა, მაგრამ დიახ, ესეც „რეალი’’ იყო, გუნდი, რომელიც გადარჩენის აუხსნელი ინსტინქტით სამოცდაათი წლის განმავლობაში ევროპას შიშის ზარს სცემდა. ასე დამაჯერებლად თავს არავინ იმკვდარუნებს. მის მიერ დაგებულ ხაფანგში ყველაზე...
საუკეთესო
მიუნხენის „ბაიერნის“ მრავალნაცადი, 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ბავარიელთა და მადრიდის „რეალს“ შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მეკარემ ცხრა სეივი შეასრულა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2017 წლის შემდეგ. „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის მატჩი სამშაბათს 7 აპრილს გაიმართა. ბაიერნმა 2:1 მოიგო. საპაუხო მატჩი 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.
ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ წააგო „ბაიერნთან’’ 1:2. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს განუცხადა: „ჩვენ მიუნხენში უნდა მოვიგოთ! ყველას, ვისაც ამის არ სჯერა, შეუძლია სახლში დარჩეს’’! ცნობისათვის: „რეალმა’’ მიუნხენში ბოლოს 2012 წელს წააგო. მას მერე „ალიანც არენაზე’’ გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ოთხი შეხვედრიდან სამი „ლოს...
შიშველი კაცის ფაქტორი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ 1:2 წააგო „ბაიერნთან’’. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა თავისი გმირით, მანუელ ნოიერით, თუმცა მატჩს წინ ექსცესიც უძღოდა: მადრიდული გუნდის ავტობუსს, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუსკენ’’ მიემართებოდა, სტრიკერი გადაუხტა. საერთოდ, „რეალის’’ ფანებს უყვართ „ბუსიანა’’, რაც მათ ენაზე საყვარელი გუნდის ავტობუსის შეგებებას ნიშნავს. „ბაიერნთან’’ თამაშის წინ როგორც The Athletic-ის ჟურნალისტმა გილერმო რაიმ...
ბარსელონელი მადრიდელი მადრიდში დაბრუნდება
ამთავითვე ცნობილია, რომ „რეალს’’ ცხელი ზაფხული ელის. მადრიდული კლუბი მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს. მკაფიოდ არის განსაზღვრული პრიორიტეტები: ნახევარდაცვა და დაცვის ცენტრი. მოსალოდნელია, რომ ვალდებებასის ბაზას დაუბრუნდებიან „ლიონში’’ იჯარით გაშვებული ენდრიკი და არგენტინელი ნიკო პასი, რომელიც „კომოში’’ ბრწყინავს, ოღონდ მათ გარდა ახალ სახეებსაც ვიხილავთ. იყიდის თუ არა „რეალი’’ პორტუგალიელ ვიტინიას ან მისი კალიბრის ვარსკვლავს, არავინ იცის, ის...
რეალის ექიმები სხვა ფეხს მკურნალობდნენ
ეს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში შევა. „რეალის’’ რამდენიმე ექიმმა სამსახური დაკარგა. ასეთი რა მოხდა? დეკემბერში „სელტასთან’’ შეხვედრის დროს, კილიან მბაპეს მუხლი ეტკინა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი მეორე ფეხი შეამოწმა. მათ მარცხენა ფეხი უნდა გამოეკვლიათ, ამის ნაცვლად მარჯვენა გამოიკვლიეს. მომხდარი „ატლეტიკმაც’’ დაადასტურა. გამოცემამ პრობლემა დეტალურადაც აღწერა. ექიმებმა მბაპეს MRI სხვა ფეხზე გადაუღეს და პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, არადა...









