ესპანური საიტი football-espana წერს, რომ „ბარსელონა’’ კვლავ განაგრძობს ტოპ-კლასის მარცხენა გარემარბის ძებნას. გასულ ზაფხულს კატალონიელებს ნიკო უილიამსის გადაბირება უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. დასახელებულ კანდიდატთა შორის ორი სერია A-ს კლუბებიდანაა: ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო. ქართველი „ნაპოლისთან’’ საკონტრაქტო დაძაბულობის ეტაპზეა. მომდევნო ზაფხულს ის სულ მცირე 80 მილიონი ევრო ეღირება, მაგრამ მისი შეძენა ნეაპოლელთა პრეზიდენტთან აურელიო დე...
ჭდე: რაფაელ ლეაო
კრიშტიანუს მაკრატელა, ლეაოს აღორძინება და ხვიჩა
ერთა A1 ლიგაში პორტუგალიამ პოლონეთს 5:1 მოუგო და ფლეი ოფში გაინაღდა ადგილი. ეს გახლდათ ბოლო 22 საშინაო შეხვედრიდან პორტუგალიელთა მეოცე გამარჯვება. იმისათვის, რომ ერთა ლიგის ჯგუფიდან ზედიზედ მეოთხედ გასულიყო რობერტო მარტინესის გუნდს ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა მასპინძლებმა სტუმრებს შავი დღე აყარეს. ამ მატჩში ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა...
ჩემპიონები Made in Italy
სერია A-მ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩემპიონები Made in Italy’’, რომელშიც იტალიაში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელები ჰყვებიან, თუ როგორ შეეგუენ ქალაქს, რომელშიც ცხოვრება უწევთ. ფეხბურთელებს შორის არიან გამორჩეული ვარსკვლავები: იუვენტუსელი დუშან ვლაჰოვიჩი, მილანელი რაფა ლეაო, „ინტერის’’ მარკუს ტურამი, „რომას’’ პაოლო დიბალა და „ნაპოლის’’ ხვიჩა კვარაცხელია. ფილმში ქართველი გარემარბი ამბობს: „ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სახლი სულ მენატრება, მაგრამ ახლა...
ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური ლეაო
ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური — ასე ახასიათებს ერთა ლიგაზე პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრის (2:1) შემდეგ იტალიური პორტალი calciomercato „მილანის” ვარსკვლავს რაფაელ ლეაოს, რომელიც მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პირველი ტაიმის მერე შეცვალა. ლეაო ხორვატებთან შეხვედრაში გოლის გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა. მისი სტატისტიკაა: 0 დარტყმა კარში, 0 დარტყმა კარის მიმართულებით, 0 საგოლე მომენტი და მხოლოდ დრიბლინგის 2 მცდელობა...
შეუცვლელი ფეხბურთელია თუ ტვირთი?
სერია A-ს მეორე ტურში „მილანის” „პარმასთან” დამარცხებას (1:2) არავინ ელოდა. შეხვედრის შემდეგ სპორტულმა ჟურნალისტმა მაურიციო პისტოჩიმ თავის X პლატფორმაზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „დროა რაფაელ ლეაოს შესახებ სერიოზულად ვილაპარაკოთ. განვიხილოთ მისი როლი გუნდში და შევაფასოთ მისი თამაში. ლეაოს კლასი აშკარაა, სწრაფია და ტექნიკური, მაგრამ ჩახედეთ სტატისტიკას… მან სერია A-ში 164 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 47 გოლი...
დღეს ლეაოს წიგნის წარდგინებაა
დღეს, 28 თებერვალს, მილანში, დუომოს მოედანზე მდებარე წიგნის მაღაზია „მონდადორიში” გაიმართება პორტუგალიელი გარემარბის რაფაელ ლეაოს წიგნის — „ღიმილი, ჩემი ცხოვრება ფეხბურთს, მუსიკასა და მოდას შორის” — წარდგინება. ამ წიგნის მთავარი თემაა, როგორ უნდა ვიცხოვროთ სახეზე ღიმილით. წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა ლეაოს ერთგულებას „მილანისადმი”. 147-ე გვერდზე გარემარბი ლაპარაკობს კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ და გამოთქვამს „შავ-წითელ” ფერებში...
მილანი იდეალური ადგილია
„მილანისა” და „ნაპოლის” თამაშის წინ მილანელთა პორტუგალიელმა მარცხენაფლანგელმა რაფაელ ლეაომ GQ-იტალიას მისცა ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ. თქვენ ახლახან გამოეცით წიგნი სახელწოდებით „ღიმილი”. იქ ბევრს ყვებით საკუთარ თავზე… ყველა, ბავშვით დაწყებული ჩემი თანატოლით დამთავრებული, მეუბნება, რომ სურს ჩემს დონეს მიაღწიოს, თან ფეხბურთში კი არა, თავის საყვარელ საქმეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას უნდა, რომ ოცნება...
ლეაო: მინდა ჩვენი ქომაგები ყოველი სეზონის ბოლოს ზეიმობდნენ
„მილანისა” და პორტუგალიის ნაკრების გარემარბი, 24 წლის რაფაელ ლეაო სერია A-ს იუთუბ-არხს ესაუბრა. გაგაცნობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან. მილანი – მილანი მშვენიერი ქალაქია. ჩემთვის ზედგამოჭრილია მისი ამინდი და საკვები. აქ საყიდლებზე ისე გავდივარ, როგორც სახლში. საზღვარგარეთ ცხოვრების დროს ბევრ რამეს სწავლობ. თუ ადამიანი თავის კომფორტის ზონაში რჩება, ვეღარ იზრდება. აქ თავს ბავშვად აღარ ვგრძნობ, მილანში ცხოვრებამ ზრდასრულ...
რაფა ლეაო 11 წუთში გავიდა
„სან სიროზე”, „მილანისა” და „ლაციოს” შეხვედრის მე-11 წუთზე სამოცდაათი ათას ადამიანზე მეტი გაირინდა, როდესაც მილანელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ საზარდულზე ხელი მოიკიდა და სახეზე ტკივილი აესახა. ეს მოხდა, მას მერე, რაც მარცხენა გარემარბმა საფირმო გარღვევა შეასრულა. სტეფანო პიოლიმ და მისმა თანაშემწეებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს პორტუგალიელი — ოთხშაბათს, იმავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, „დერბი დელა მადონინა” ანუ...
გამოუშვით ინტერი
„მილანის“ მცველმა ფიკაიო ტომორიმ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა. გუშინ, 18 აპრილს, ტურნირის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ ფრედ ითამაშეს (1:1). ტომორის გუნდმა ჯამში 2:1 გაიმარჯვა. „ისეთი დაღლილი ვარ, ხვალინდელ „ინტერ“ – „ბენფიკას“ მეოთხედფინალს დივანზე მაღლა ფეხებდაწყობილი ვუყურებ. გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ახლა შეგვიძლია დავისვენოთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა „ინტერთან“...









