ჭდე: რაფაელ ვარანი

Home რაფაელ ვარანი
თამაშს სტადიონზე, ტელევიზორში უყურა
ჩანაწერი

თამაშს სტადიონზე, ტელევიზორში უყურა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი ვარსკვლავი რაფაელ ვარანი პრემიერლიგის პირველ შეხვედრას სტადიონზე, „ოლდ ტრეფორდზე“ დაესწრო, მაგრამ ტრიბუნაზე არ გასულა, თამაშს ტელევიზორში უყურა. „ოცნებათა თეატრად“ ცნობილ სარბიელზე გადაღებული ფოტოებიც ამას ადასტურებს — 28 წლის ფრანგს მოედნისთვის არც გადაუხედავს. ზოგმა თქვა, თავიდან, რამდენიმე წუთს ცოცხლად უყურაო, მაგრამ ამისი საბუთი არ არსებობს. ვარანი „ოლდ ტრეფორდზე“ იმავე დილით წარადგინეს, შემდეგ კი [...]

რეალის გაურკვეველი მანევრები
ჩანაწერი

რეალის გაურკვეველი მანევრები

რაც დრო გადის, სულ უფრო საეჭვო და არადამაჯერებელი მოჩანს მადრიდის „რეალში“ დავიდ ალაბას ვითომდა უფასოდ გადასვლის ისტორია. როგორც აღმოჩნდა, 5 წლის განმავლობაში (ამდენხნიანია კონტრაქტი) ალაბა 126,5 მილიონ ევროს მიიღებს. დაუმატეთ ამას კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გადახდილი პრემია 17,7 მილიონის ოდენობით. გამოდის, რომ მხოლოდ წლეულს მადრიდელებს ახალწვეული 37,17 მილიონი დაუჯდებათ. ანუ დახლოებით იმდენი, რამდენიც სერხიო რამოსზე იყო საჭირო. [...]

მწამს, ვარანმა თქვა: მჭირდება, მსურს, უნდა წავიდე!
ჩანაწერი

მწამს, ვარანმა თქვა: მჭირდება, მსურს, უნდა წავიდე!

რიო ფერდინანდმა თავის გადაცემაში Rio Ferdinand Presents FIVE, რომელიც იუთუბის არხზე გადის თქვა, რომ რაფაელ ვარანმა ბრძოლით გაიკაფა გზა „რეალიდან” „მანჩესტერ იუნაიტედისკენ” და მალე ოფიციალურად გამოაცხადებს პრემიერლიგის კლუბში თავისი გადასვლის შესახებ. როგორც ევროპულ მედიაში მიიჩნევენ, ფრანგი ცენტრალური მცველი „სანტიაგო ბერნაბეუდან” „ოლდ ტრეფრდზე” გადასვლასთან მეტად ახლოს არის. ასახელებენ თანხასაც: 34 მილიონი გირვანქა, პლუს 8 მილიონი შედეგების [...]

ვარანი ოლდ ტრეფორდის კართან დგას
ჩანაწერი

ვარანი ოლდ ტრეფორდის კართან დგას

ინგლისური პრესის ბოლო მონაცემებით, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „რეალი” ფრანგი მცვლის რაფაელ ვარანის თაობაზე შეთანხმდნენ. მაგალითად, „დეილი ექსპრესი” წერს, რომ კლუბებს შორის „ტოტალური შეთანხმებაა”. 28 წლის ვარსკვლავი მანჩესტერელთა თავკაცის ოლე გუნარ სულშერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ახლა, როდესაც საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ს გამოეთიშა, ვარანის საკითხი, სავარაუდოდ, მალე მოგვარდება. ვარანისა და „იუნაიტედის” ამბავს აგრეთვე ადასტურებს ესპანელი ჟურნალისტი [...]

ორმაგი ხელფასი და გავდივართ!
ჩანაწერი

ორმაგი ხელფასი და გავდივართ!

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ „რეალიდან“ ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი გადაიბიროს. მადრიდელები თავდაპარველად მასში 60 მილიონ ევროს კი ითხოვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიდ ალაბა დაიბევეს, ეგებ ფასს ცოტა დააკლონ კიდეც. თავად ფეხბურთელს ახალ ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა. მის ამ სურვილს აშკარად გააორმაგებს მანჩესტერელთა გულუხვი წინადადება: „რეალში“ რომ წლიურ 6 მილიონ [...]

დღეს მადრიდში აზარობაა
ჩანაწერი

დღეს მადრიდში აზარობაა

დღეს, 30 წლის ედენ აზარისთვის ემოციური დღეა — „რეალის” შემტევი ნახევარმცველი თავის ყოფილ გუნდს, „ჩელსის” ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი. ბელგიელმა დასავლეთლონდონელთა კლუბში 7 წელიწადი ითამაშა, 2019 წლის ივნისში კი ის „რეალში” გადავიდა. მადრიდელებმა აზარში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, ოღონდ ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომ ეს თანხა, გარკვეული წარმატებების შემთხვევაში, შეიძლებოდა 146,1 მილიონამდე [...]

რჩები თუ გაგყიდოთ?
ჩანაწერი

რჩები თუ გაგყიდოთ?

მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ 27 წლის ფრანგი აღარ აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. ვარანი არჩევანის წინაშე დააყენეს. მან უახლოეს მომავალში უნდა დააფიქსიროს, რომ „სამეფო კლუბში“ რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი სასწრაფოდ დაიწყებს მის ტრანსფერზე ზრუნვას – ვარანის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა და [...]

თავშეუკავებელი არტურო
ჩანაწერი

თავშეუკავებელი არტურო

ეს იყო „რეალის” საუკეთესო თამაში ახალ სეზონში — „სან სიროზე”, „ინტერთან”, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში ჯერ ედენ აზარმა გახსნა, ხოლო შემდეგ როდრიგომ მეორე შეაგდო, თუმცა არის ვერსია, რომ ბურთს ბოლო მილანელების მცველი აშრაფ ჰაკიმი შეეხო და ეს მისი ავტოგოლი იყო. თუ ასეა, დრამატიზმისთვის სჯობს კიდეც, რადგან მაროკოელი ადრე „რეალში” თამაშობდა. „რეალს” გამარჯვებაში ხელი „ინტერის” ჩილელი ნახევარმცველის [...]

ბოდიში ფრანგულად
ჩანაწერი

ბოდიში ფრანგულად

მადრიდის „რეალის“ ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი განახლებული ჩემპიონთა ლიგის პირველი დღის ანტიგმირი გახდა. მან „მანჩესტერ სიტისთან“ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და აქედან ორი საბედისწერო გამოდგა. რაფაელ ვარანმა ნამატცევს კი მოიბოდიშა, მაგრამ მისი „რეალი“ უკვე ჩემპიონთა ლიგის მიღმაა: „რეალმა“ ჩემს გამო წააგო. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. კარგად მოვემზადეთ, თუმცა ჩემმა შეცდომებმა ყველაფერი წყალში ჩაყარა. თანაგუნდელები შემეცოდნენ“, – [...]

ვინ არის დუმიტრასკუ?
ჩანაწერი

ვინ არის დუმიტრასკუ?

1995 წელს ბოსმანის საქმემ ფეხბურთი შეცვალა. მათ უკვე თამამდ შეეძლოთ ახალ კლუბებში გადასულიყვნენ, რითიც საფეხბურთო აგენტებს მეტი ძალა შემატეს. მას შემდეგ 25 წელი გავიდა. ახლა აგენტების სახელები თითქმის ყველამ იცის – მათ აქვთ ძალაუფლება და იმპერია. თუმცა, არის ერთი საფეხბურთო აგენტი, რომელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. კონსტანტინ დუმიტრასკუს კლიენტები არიან კავანი, მატიჩი, კანტე, ვარანი, ჟირუ, [...]